|
2017-06-14 16:38:14, 803 ნახვა
რეგიონი
დავით სერგეენკომ განახლებული „მცხეთის სამედიცინო ცენტრი“ დაათვალიერა
სახელმწიფოს ხელშეწყობით განახლებული მრავალპროფილიანი „მცხეთის სამედიცინო ცენტრის“ პრეზენტაციას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსთან ერთად დაესწრო და ახალგახსნილი კლინიკა დაათვალიერა. „წმინდა მეფე მირიან და დედოფალ ნანას სახელობის მცხეთის სამედიცინო ცენტრის“ აღსადგენად ქართულმა მხარემ 10 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა. კლინიკას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა და უახლესი თაობის სამედიცინო ინვენტარით აღიჭურვა. ცენტრი 100 საწოლზეა გათვლილი. ადგილზე გადაუდებელი სამედიცინო დახმარების (Emergency), რეანიმაციული და ინტენსიური თერაპიის განყოფილებები ფუნქციონირებს. ახალგახსნილი კლინიკა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაშია ჩართული. ჯანდაცვის მინისტრმა აღდგენილი სამედიცინო ცენტრის ისტორიულ და გეოგრაფიულ მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. „ამ ადგილზე დიდი ტრადიციების მქონე, მრავალპროფილიანი კლინიკა იყო. სამწუხაროდ, მისგან მხოლოდ ბეტონის საყრდენები დარჩა. ბოლო 3 წლის განმავლობაში, აქ 10 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა. კლინიკას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა და აღიჭურვა. ეს დაწესებულება მნიშვნელოვნად განტვირთავს ჩრდილოეთის და დასავლეთის მიმართულებით არსებულ რისკებს, ვგულისხმობ, როგორც ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაშავებულების მართვას, ისე გადაუდებელი და გეგმური სერვისების მიწოდებას. მიხარია, რომ ეს ისტორიული ადგილი ისევ აღდგა და ვითარდება“, - აღნიშნა დავით სერგეენკომ. მცხეთის სამედიცინო ცენტრში სერვისების სრული სპექტრია წარმოდგენილი. კლინიკამ პირველი პაციენტები უკვე მიიღო. ადგილზე 250-მდე პირია დასაქმებული.
(NS)
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)