19:00 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-13 20:52:52, 1971 ნახვა

საზოგადოება
ნიუ იორკში გაზის გაჟონვას აფეთქება მოჰყვა

ნიუ იორკში, 12-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში, გაზის გაჟონვას აფეთქება მოჰყვა.

აფეთქების შედეგად, 35 ადამიანი დაშავდა.

Daily Star-ის ცნობით, აფეთქებამდე საცხოვრებელ კორპუსში „საეჭვო პაკეტი“ აღმოაჩინეს, რის გამოც, ფედერალური ბიურო და პოლიცია გამოიძახეს. 

სამართალდამცველებმა და სპეციალისტებმა ნივთის შესწავლის შემდეგ განაცხადეს, რომ ყუთში ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერება ან ასაფეთქებელი მოწყობილობა არ იყო. 

კორპუსის რამდენიმე მცხოვრებს და ადგილზე მისულ ორ სამართალდამცველს ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა. მათ ინტოქსიკაციის დიაგნოზი დაუსვეს. 

ბრიტანული მედია წერს, რომ კორპუსში დამონტაჟებული ბოილერიდან მხუთავმა აირმა - CO-მ  გაჟონა. შენობიდან მოსახლეობა ევაკუირებულია. ადგილზე სამართალდამცველები ამ წუთებშიც მუშაობენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics