|
2017-06-13 13:43:16, 1712 ნახვა
საზოგადოება
აღსრულების ეროვნული ბიურო ყოველწლიურად სულ უფრო მეტ საქმეს ასრულებს მორიგებით
მორიგები თდასრულებული საქმეების პროცენტული მაჩვენებელი, ბოლო 4 წლის განმავლობაში 80 პროცენტით გაიზარდა; შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ განხორციელებული კვლევის წარმატებული შედეგებით−საქართველოს მოსახლეობის თითქმის 70% მიიჩნევს, რომ აღსრულების ეროვნული ბიურო და აღმასრულებლის საქმიანობა ბოლო წლების განმავლობაში გაუმჯობესდა, უწყებისა და აღმასრულებლის მიმართ ნდობა 74%-მდე გაიზარდა.გამოკითხულთა 64% თვლის, რომ უწყების სერვისები −ხელმისაწვდომი, საქმისწარმოება კი გამჭვირვალეა. ასეთი მონაცემებით შეხვდა პროფესიულ დღესასწაულს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიურო. აღმასრულებლის დღე და შთამბეჭდავი შედეგები უწყების თანამშრომლებს იუსტიციის მინისტრმა მიულოცა. თეა წულუკიანმა აღსრულების ბიუროს საქმიანობის შედეგები აღმასრულებელთა საერთაშორისო დღისადმიმი ძღვნილ კონფერენციაზე შეაჯამა. იუსტიციის მინისტრმა სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და აღსრულების ეროვნული ბიუროსთავმჯდომარე იოსებ ბაღათურიასთან ერთად მორიგების მაღალი მაჩვენებლისა და სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისათვის 19 აღმასრულებელს მადლობა გამოუცხადა. ამგვარი შედეგების მიღწევა უწყებაში იუსტიციის მინისტრის ინიციატივით განხორციელებული რეფორმების შედეგად გახდა შესაძლებელი, კერძოდ: 2013 წლიდან აღსრულების ეროვნულმა ბიურომ მხარეთა ინტერესების დაცვის სტრატეგია აირჩია. შეიქმნა მხარეთა ინტერესების დაცვის სამსახური და იძულებითი აღსრულების პროცესში ჩაერთვნენ სოციალური მუშაკები. მათი მთავარი ფუნქცია მხარეთა ინტერესებს შორის ბალანსის ძიება, მედიაცია და მორიგებაა; 2014 წლიდან დაინერგა ელექტრონული გადახდის სისტემა. მხარეებს ბანკში მისვლის გარეშე შეუძლიათ ტრანზაქციის განხორციელება; 2016 წელს ევროპელ კოლეგებთან ერთად შემუშავდა აღსრულების კოდექსის პროექტი. აღმასრულებელთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კონფერენციას საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილეები, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ-ების უფროსები და ქვეყნის მასშტაბით მომუშავე 170-მდე აღმასრულებელი დაესწრო. აღმასრულებლების დაჯილდოებით საქართველოს იუსტიციის სამინისტრო აღმასრულებელთა საერთაშორისო დღის − 12 ივნისის აღნიშვნას უერთდება. პროფესიული დღესასწაული მსოფლიოში აღმასრულებელთა საერთაშორისო გაერთიანების წევრთა ინიციატივით 2008 წლიდან აღინიშნება, რომელშიც აღსრულების ეროვნული ბიურო 2012 წლიდან ირიცხება. (NS)
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)