22:11 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-12 13:59:10, 1559 ნახვა

საზოგადოება
საია Birja Mafia-ის წევრების დაკავებაზე: ქვეყნის სამართალდამცავ სისტემაში პრობლემებია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ჯგუფის Birja Mafia-ს წევრების დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც საია-ს განცხადებაშია ნათქვამი, მომხდარი ფაქტი სამართალდამცავ სისტემაში და სასამართლო ხელისუფლებაში არსებულ სისტემურ პრობლემებს კიდევ ერთხელ ადასტურებს. 

„საია ეხმიანება „ბირჟა მაფიას“ წევრების დაკავების ფაქტს და მიიჩნევს, რომ აღნიშნული საქმე არის კიდევ ერთი დასტური ქვეყნის სამართალდამცავ სისტემაში და სასამართლო ხელისუფლებაში არსებული სისტემური პრობლემებისა. ხოლო, რეპრესიული ნარკოპოლიტიკა წარმოადგენს აღნიშნული სისტემური პრობლემების მნიშვნელოვან ხელშემწყობს.

წლებია სისტემურ პრობლემას წარმოადგენს სამართალდამცავი უწყების თანამშრომელთა მხრიდან სავარაუდო არასათანადო მოპყრობის შემთხვევები. ამასთან, ცნობილია არაერთი ფაქტის შესახებ, სადაც მოქალაქეები საუბრობენ, რომ ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებმა ნარკოტიკული საშუალება „ჩაუდეს.“ ქვეყანაში დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საგამოძიებო ინსიტიტუტის არარსებობა და შემთხვევების არაეფექტური გამოძიება უფრო ახალისებს ასეთი ტიპის დანაშაულების ჩადენას. აღნიშნულს ემატება ქვეყანაში არსებული რეპრესიული ნარკოპოლიტიკა, რომელიც მოქალაქეთა დასჯის მექანიზმად იქცა. მდგომარეობას ართულებს სასამართლო კონტროლის არაეფექტურობა იმ პირთა საქმეებზე, რომლებიც საუბრობენ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის შესახებ.  

უკვე წლებია სახელმწიფოს არ აქვს სათანადო რეაგირება სისტემურ პრობლემებზე. პროკურატურასა და სასამართლო სისტემაში განხორციელებული რეფორმები არაეფექტურია და პრობლემებს ვერ აგვარებს. ამასთან,  საგანგაშოა ზოგიერთი მაღალი თანამდებობის პირის განცხადება „ბირჟა მაფიას“ წევრების დაკავებაზე; ამგვარი რიტორიკა უფრო მეტად ახალისებს სამართალდამცავთა თვითნებურ და უკანონო მოქმედებებს და ამყარებს ეჭვებს იმის თაობაზე, რომ ამ კონკრეტულ საქმეში ადგილი აქვს მომღერლების დასჯას გამოხატვის თავისუფლებისათვის, რომელიც სახელმწიფოს წინააღმდეგ განხორციელებულ ქმედებად იქნა შეფასებული.

მისასალმებელია საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომელშიც ყურადღება გამახვილებულია ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მიზნით მუშაობის დაწყებაზე, ასევე, „ბირჟა მაფიას“ წევრების დაკავებასთან დაკავშირებით დაწყებულ გამოძიებაზე. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომაღნიშნული საქმე ცხადყოფს არა მხოლოდ აღნიშნულ პრობლემას, არამედ სისტემური პრობლემების გაცილებით ფართო სპექტრს, რაც დღესსაქართველოში არსებობს. შესაბამისად, მხოლოდ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მიზნით საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება არარის საკმარისი სამართალდამცავ და სასამართლო უწყებებში არსებული სისტემური პრობლემების მოსაგვარებლად. საჭიროა, დაუყოვნებლივდაიწყოს მუშაობა სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი დანაშაულების დამოუკიდებლი და ეფექტური საგამოძიებო მექანიზმის შექმნასა დასასამართლოს რეალურად რეფორმირებაზე. 

ასევე, მნიშვნელოვანია საქართველოს პარლამენტის უსწრაფესი და ადეკვატური რეაგირება ამ საქმეში გამოვლენილი სისტემური ხარვეზებისმოსაგვარებლად, როგორც სამართალდამცავი და სასამართლო რეფორმების მიმართულებით, ასევე ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის კუთხით“,- ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში - ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
ქონების გადასახადის ზღვარი ₾100 000-მდე იზრდება, ოცნება ინიციატივას დაჩქარებულად განიხილავს
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics