|
2017-06-11 15:07:09, 2101 ნახვა
პოლიტიკა
ლინკევიჩუსი: რუსეთმა უნდა გააცნობიეროს, რომ მეზობლის ტერიტორიების მითვისება შედეგების გარეშე არ დარჩება
„რუსეთმა უნდა გააცნობიეროს, რომ მეზობლის ტერიტორიების მითვისება შედეგების გარეშე არ დარჩება“,-ამის შესახებ ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩუსმა აფხაზეთის ე.წ. საზღვრისპირა სოფლებში სტუმრობისას განაცხადა. როგორც ლინკევიჩუსმა აღნიშნა, დასანანია ის საერთაშორისო დანაშაული, რომელიც სახეზეა და დამოუკიდებელი სახელმწიფოს ანექსიაში გამოიხატება. "დასანანია ის საერთაშორისო დანაშაული, რომელიც სახეზეა, რაც გამოიხატება დამოუკიდებელი სახელმწიფოს ანექსიასა და საზოგადოების შუაზე გახლეჩაში, რაც ადამიანებს ნორმალური ცხოვრებაში უქმნის პრობლემებს. ეს ჩემი შეფასებით, ძალიან დასანანი და სამწუხაროა. რუსეთმა უნდა გააცნობიეროს, რომ მეზობლის ტერიტორიების მითვისება არ დარჩება შედეგების გარეშე“, - აღნიშნა ლინკევიჩუსმა და დასძინა, რომ აფხაზეთის კონფლიქტის დარეგულირებაში გამოსავალი საერთაშორისო ბერკეტებია. ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლიტვის ელჩთან და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან ერთად სოფელ ხურჩაში იმყოფებოდა, შემდეგ კი სოფელ რუხში იმყოფებოდა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)