|
2017-06-11 13:03:51, 2132 ნახვა
კომენტარი
ზურაბიშვილი: ვინმეს გჯერათ, რომ ეს ახალგაზრდები სიტყვის თავისუფლების და „აზრების“ გამოთქმის გამო დაიჭირეს?
დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი Birja Mafia-ს წევრების დაკავების ფაქტს ეხმაურება. როგორც ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს, ახალგაზრდები სიტყვის თავისუფლების გამო არ დაუკავებიათ. ზურაბიშვილის თქმით, ქვეყანაში არანაირი ცენზურა აღარ არსებობს. მისივე შეფასებით, ნარკოპოლიტიკა და ახალგაზრდების თავისუფალი შემოქმედება არაფერ შუაშია, არამედ საქმე სხვა პოლიტიკურ თამაშს ეხება: „რაზეა ალიაქოთი შექმნილი? ვინმეს გჯერათ რომ ეს ახალგაზრდები სიტყვის თავისუფლების და "აზრების" გამოთქმის გამო დაიჭირეს? თუ გჯერათ რომ წვიმა და ავდარში სპონტანურად გამოდის უცებ მოსახლეობა თბილისში და ... ბათუმში და ასეთ ორგანიზებულ სახე ეძლევა ამ ყველაფერს? ერთი ვცადოთ და სხვანაირად ვუყუროთ ამ საქმეს? ვის აწყობს პოლიციის და ყველა სახელმწიფო უწყების (არაფერი რომ არ ვთქვათ ეკლესიაზე) ავტორიტეტის შელახვა... რომ პოლიციაში და სხვაგან ნავიონალები თავიანთ ბოლო სვლებს ახორციელებენ ეს ვიცით, რომ ძალოვან სტრუქტურებში ზოგი კიდევ მიყვება სხვა გეგმებს და ინსტრუქციებს ესეც უცნობი არაა ... ამას უნდა მართლაც გამოძიება, ფაქტების დადება და ამ საბოტაჟურ ქმედებების ერთხელ და სამუდამოდ ამოფრქვევა... ნარკოპოლიტიკა და ლიბერალიზაცია სხვა საკითხია ამ ცალკე ფაქტთან არ უნდა იყოს დაკავშირებული და დამოუკიდებლად ამ აჟიოტაჟისა მიღებული იქნას ჩვენ ქვეყნისთვის სათანადო გადაწყვეტილება ... ამ ახალ აგორებულ "სკანდალზე" არ უნდა დავიწყოთ უადგილო თვითკრიტიკა : არანაირი ცენზურა ამ ქვეყანაში აღარ არსებობს 5 წელია, სიტყვის და აზრის გამოთქმის გამო არავინ დაჭერილა ან დაჩაგრულა .... აქ სხვა პოლიტიკური თამაშია და არც ახალგაზრდების თავისუფალი შემოქმედება (?!) არც ნარკოპოლიტიკის პარამეტრები არაფერ შუაშია!“,-წერს ზურაბიშვილი. შეგახსენებთ, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, Birja Mafia-ს მხარდამჭერი აქცია-მსვლელობა გაიმართა. აქციაზე სხვადასხვა შინაარსის ტრანსფარანტები ჰქონდათ გამოტანილი, მათ შორის: „ჩვენ მოვიგებთ ომს“, „გაბედე დეკრიმინალიზაცია“, „სამწუთიანი კლიპისთვის 20 წელი“ და სხვა. ცნობისთვის, Birja Mafia-ს წევრებს გიორგი ქებურიასა და მიხეილ მგალობლიშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მათ სამართალდამცავები დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება MDMA-ს შეძენა-შენახვას ედავებიან. რეპერები აცხადებენ, რომ ნარკოტიკი ჩაუდეს და რეალურად, მათზე შური კლიპის გამო იძიეს, სადაც პოლიციელი გააშარჟეს.
გელენჯიკში დაღუპულთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა, რომელთაგან სამი ბავშვია. დაახლოებით 40 ადამიანი დაშავდა
Deutsche Welle-ს ევროკავშირის დაფინანსებით ქართულენოვანი საინფორმაციო სამსახური გახსნა
საიამ სტრასბურგში არჩევნების საქმეზე ოცნების საპასუხო წერილობითი პოზიცია წარადგინა
WSJ: რუსეთის ხელისუფლება სექტემბრის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის საკითხს განიხილავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)