|
2017-06-10 20:49:59, 822 ნახვა
რეგიონი
სეტყვასაწინააღმდეგო სისტემამ დღის განმავლობაში კახეთში რამდენიმე მძლავრი სეტყვასაშიში პროცესი მოიგერია
სეტყვასაწინააღმდეგო სისტემის საშუალებით 10 ივნისის დღის განმავლობაში კახეთის რეგიონში სამხრეთ-დასავლეთიდან რამდენიმე ეტაპად შემომავალი 1221 კმ2 საერთო ფართობის სეტყვასაშიში ღრუბლის მასები იქნა მოგერიებული, რისთვისაც საღამოს 19:00 საათის მდგომარეობით სისტემამ 190 ერთეულამდე რაკეტა გაისროლა. „დელტას“ ინფორმაციით, სეტყვასაშიში ღრუბლის მასები საგარეჯოს, გურჯაანის, თელავის და ყვარლის რაიონებში გავრცელდა და დაემატა ადგილობრივად წარმოქმნილი შიდამასიური ტიპის ღრუბლებიც. „ნალექმა სამხრეთ-დასავლეთიდან რეგიონში შემოიტანა უკვე ჩამოყალიბებული სეტყვის მარცვლები. კრიტიკულ ეტაპზე სეტყვის მოსვლის ალბათობამ 80-100 % შეადგინა. მოსალოდნელი სეტყვის მარცვლების ზომა 45 მმ იყო. რაკეტებით დამუშავება საგარეჯოს რაიონის თავზე საჰაერო სივრცეში საფრენი აპარატების არსებობის გამო მნიშვნელოვანი შეზღუდვით ოთხ ეტაპად განხორციელდა. საბოლოო ჯამში აქტიური ზემოქმედების შედეგად ნალექის უმეტესი ნაწილი ოთხივე რაიონში მსხვილი წვიმის სახით ჩამოიცალა. ჩამოყალიბებლი სეტყვის მარცვლების ჩამოცლა მხოლოდ საგარეჯოს რაიონში დაფიქსირდა და მისი სხვა რაიონებზე გავრცელება თავიდან იქნა არიდებული. რეგიონში ღრუბლის მასების შემოსვლა ამ დრომდე გრძელდება და სისტემა აქტიურად აგრძელებს მუშაობას“, - ნათქვამია „დელტას“ განცხადებაში.
(NS)
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)