21:21 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-10 18:02:50, 1941 ნახვა

საზოგადოება
აგრარული უნივერსიტეტი Birja Mafia-ს წევრის დაკავებაზე განცხადებას ავრცელებს

აგრარული უნივერსიტეტი, რომელშიც Birja Mafia-ს ერთ-ერთი წევრი გიორგი ქებურია სწავლობს, განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, უნივერსიტეტი გამოიყენებს ყველა კანონიერ საშუალებას, რომ მხარი დაუჭიროს გიორგი ქებურიას მიმართ პროცესის სამართლიანად წარმართვას.

"გიორგი საუნივერსიტეტო ცხოვრებაში არასდროს ყოფილა შემჩნეული არაეთიკურ და კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში. ფაქტი, რომ ის არ მოიხმარს ნარკოტიკს, ექსპერტიზამაც დაადასტურა. საქმის გარემოებები აჩენს საფუძვლიან ეჭვს, სამართალდამცველი ორგანოების ქმედებების მიზანმიმართულ მიკერძოებულობაში. შესაძლოა, გიორგისა და მისი მეგობრის ვიდეოკლიპი საზოგადოებაში არაერთგვაროვან შეფასებებს იწვევდეს, თუმცა რგოლი სრულად ჯდება გამოხატვის თავისუფლების ჩარჩოებში.

აგრარული უნივერსიტეტი გამოიყენებს ყველა კანონიერ საშუალებას, რომ მხარი დაუჭიროს გიორგი ქებურიას მიმართ პროცესის სამართლიანად წარმართვას", - ნათქვამია განცხადებაში. 

ცნობისთვის, Birja Mafia-ს წევრებს გიორგი ქებურიასა და მიხეილ მგალობლიშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მათ სამართალდამცავები დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება MDMA-ს შეძენა-შენახვას ედავებიან. რეპერები აცხადებენ, რომ ნარკოტიკი ჩაუდეს და რეალურად, მათზე შური კლიპის გამო იძიეს, სადაც პოლიციელი გააშარჟეს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში - ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
ქონების გადასახადის ზღვარი ₾100 000-მდე იზრდება, ოცნება ინიციატივას დაჩქარებულად განიხილავს
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics