|
2017-06-10 13:57:19, 2023 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს დღეს ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა
ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი 10-13 ივნისს, ვიზიტით საქართველოს ეწვევა. როგორც „ექსპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო უწყებიდან აცნობეს, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორესთან. გარდა ამისა, საგარეო საქმეთა სამინისტროში, გაიმართება საქართველო-ლიტვის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის კომისიის მე-4 სხდომა ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების თანა-თავმჯდომარეობით, რის შემდეგაც გაიმართება ხელმოწერის ცერემონია. აღნიშნული ფორმატი წარმოადგენს საქართველოსა და ლიტვას შორის რეგულარული კონსულტაციების პლატფორმას, რომელიც გულისხმობს ლიტვური მხარის მიერ საქართველოს აქტიურ მხარდაჭერას ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების განხორციელებაში. კომისიის სხდომის ფარგლებში განხილულ იქნება ევროპული და ევრო-ატლანტიკური დღის წესრიგში არსებული საკითხები და პროგრესი, ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და საერთაშორისო ორგანიზაციებში თანამშრომლობა. ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ, მედიისთვის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება. ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიზიტის ფარგლებში მოინახულებს ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ხურჩას, შამგონის დაზიანებულ ხიდს, ენგურის ხიდს, სოფელ რუხის საავადმყოფოს და ენგურის კაშხალს. ლინას ლინკევიჩუსი გმირთა მოედანზე, სამშობლოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალსაც შეამკობს გვირგვინით.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)