|
2017-06-10 13:24:10, 2385 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ხოშტარია რეპერების დაკავებაზე: ის, რაც მოხდა, არის ზეწოლა და ტერორი
„ის, რაც მოხდა არის ზეწოლა, ტერორი, დაშინება და არანაირი კავშირი არ აქვს ამ ადამიანების ნარკოტიკების მოხმარებასთან, თუ რაიმე კანონის დარღვევასთან’’ , - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ელენე ხოშტარია ჯგუფ ,,ბირჟა მაფიის’’ წევრების დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა. ,,ეს არის პირდაპირ ვიღაცის დაკვეთით დაკავებული ადამიანების დაშინება იმიტომ, რომ ვიღაცას რაღაც არ მოეწონა. მსგავსი რამე პირველ რიგში დაუშვებელია და ეს ადამიანები უნდა გამოვიყვანოთ ჩვენ ციხიდან აუცილებლად. არავის ეგონოს, რომ ჩაცხრება ტალღა ან ვიღაცას გადაავიწყდება. ბოლომდე მივიყვანთ ამ საქმეს და გარანტიას ვაძლევ ყველას, რომ ეს ბიჭები გამოვლენ ციხიდან. აბსოლუტურად დაუშვებელია, რომ ხელისუფლებამ როდისმე გაიფიქროს, რომ განსხვავებული აზრის, გემოვნების, ან რაიმე საქციელის გამო რომელიმე მოქალაქეს მოექცევა ასე. ეს არ არის პოლიტიკური პროტესტი. მე ამ შემთხვევაში ვსაუბრობ არა როგორც პოლიტიკოსი. მე ვარ მოქალაქე, რომელიც არ დაუშვებს, რომ ამ ქვეყანაში დადგეს ასეთი უსამართლობის და ტერორის პერიოდი“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ. შეგახსენებთ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ქართული რეპ-ჯგუფის Birja Mafia-ს წევრები დააკავეს. დაკავების მიზეზად უწყებაში ჯგუფის წევრებისგან ნარკოტიკული საშუალება MDMA-ს ამოღებას ასახელებენ. ჯგუფ Birja Mafia-ს წევრს მიხეილ მგალობლიშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)