|
2017-06-09 21:53:41, 2202 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი: მიწების გაყიდვის აკრძალვის შინაარსს ამ ეტაპზე ვერ ვხედავ
„მიწების გაყიდვის აკრძალევის შინაარსს ამ ეტაპზე ვერ ვხედავ“,-ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უცხოელებზე მიწების გასხვისებასთან დაკავშირებით გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა. „მიწა არ გაიყიდება დაახლოებით ისე ჟღერს, როგორც ”იყიდება საქართველო”. მიწის გაყიდვას ბუნებრივია ხელს მეც არ მოვაწერ, მაგრამ მიწის არ გაყიდვა კი არ არის მნიშვნელოვანი, არამედ ის, თუ როგორ მომცემ შენ მე შესაძლებლობას და როგორ ამათვისებინებ. მე ვამბობ, რომ ჯერ მაჩვენე რაღაცა სქემა, რომლითაც უცხოელსაც დააინტერესებ, ქართველსაც დააინტერესებ, ბანკს დააინტერესებ, რომ რეგიონში ფული წაიღოს და პატარა 1000 კვადრატიანი მიწის ნაგლეჯებისგან რაღაც გააკეთოს. ეს მაჩვენე და მერე თუ ამაში ჯდება, რომ სასაზღვრო ზოლი ან მთლიანად მიწა არ გავასხვისოთ, ეს უკვე ამას უნდა მოყვებოდეს. ამ ეტაპზე ამ აკრძალვის შინაარსს ვერ ვხედავ. ჩამოდი ჩემთან ერთად და ნახე როგორი რთულია მიწის მოვლა. ჩამოდი და ნახე როგორ ვცხოვრობ და როგორი რთულია. მე პომიდორიც მომყავს და კიტრიც, მე და ლუკაშენკომ ერთად დავთესეთ, მაგრამ მე ეს გაჭირვებით არ მაქვს, მაჩვენე შენ მე საქართველოს მოსახლეობის ნახევარს რანაირად შველი და მერე დალიე საქართველოს სადღეგრძელო და მერე თქვი ჩურჩულით იყიდება საქართველო“,-განაცხადა მარგველაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)