|
2017-06-09 20:49:40, 2261 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი: ვენეციის კომისიის დასკვნაზე ორიენტირების ნაცვლად, შეთითხნილ კონსპირაციის თეორიაზე გადავედით
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ვენეციის კომისიის წინასწარ დასკვნასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას გადაცემა „რეაქციაში“ გამოეხმაურა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, გაჩნდა მოგონილი თემა, რომ საიდანღაც მოხდა ინფორმაციის გაჟონვა. „დღევანდელი დღე ბოლო 6 თვის შეჯამებაა. კრიტიკა იწყება არა იმ საკითხების განხილვით, არამედ უცებ ჩნდება მოგონილი თემა. მოგონილი თემა, რომ საიდანღაც მოხდა ინფორმაციის გაჟონვა, მთელი დღე მედია საუბრობს არა იმ შინაარსზე, რომელიც არის ამ დოკუმენტში, რომელსაც მთელი საქართველო ელოდა ბოლო ოთხი თვე, არამედ ვსუბრობთ იმაზე თუ საიდან გაჟონა ინფორმაციამ. ეს არის შეჯამება ბოლო 6 თვის. ბოლო 6 თვე საზოგადოება ცხოვრობს აი ამ პროცესით, აბსოლუტურად თითიდან გამოწოვილი მოგონილი პროცესით ერთმანეთთან დაპირისპირების, კონსტიტუციის შექმნის, ბრალდებების და ა.შ. რას ვარკვევდით ბოლო 6 თვე ? რაზე მოგვცა შეჯამება ვენეციის კომისიამ ? თურმე დემოკრატია ნიშნავს, რომ ხმას რომ მისცემს ამომრჩეველი ის ადამიანი პროპორციულად იქნას წარმოდგენილი პარლამენტში. აი ამ ჭეშმარიტებას ვარკვევდით მთელი ერი და პარალელურად მიდის ბრალდებები. თურმე დემოკრატიული საზოგადოება სახელმწიფო გულისხმობს ძალთა ბალანსს და ინსტიტუტების მიერ ერთმანეთთან გაწონასწორებას. ცივილიზებული, მწიგნობარი ერი ექვსი თვეა ამას ვარკვევდით და ვენეციის კომისიას უნდა ეთქვა ეს ჩვენთვის. იმის მაგივრად, რომ კონცენტრირებული ვყოფილიყავით რა დაწერა ვენეციის კომისიამ, გადავედით შექმნილ, შეთითხნილ კონსპირაციის თეორიაზე,ისეთი მიუღებელი ფორმებით,რომელსაც ნამდვილად სჭირდება ახლობლების, მეგობრების დარიგება, რომ აი ასე არ შეიძლება“,-განაცხადა პრეზიდენტმა. ჟურნალისტის კითხვაზე კობახიძეს ხომ არ სჭირდება დარიგება? მარგველაშვილმა დასძინა, რომ ადამიანები, რომლებიც მედიის საშუალებით უხამსად ურთიერთობენ ერთმანეთთან, საჭიროა ვიღაცამ უთხრას, რომ ეს საქართველოა და ურთიერთობის სხვა კულტურა არსებობს.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)