|
2017-06-09 17:06:59, 1947 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
კობახიძე: პრეზიდენტის მხრიდან არ წყდება ტყუილი და საბოტაჟი პარლამენტის მიმართ
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, პრეზიდენტის მხრიდან საკანონმდებლო ორგანოზე, კომისიაზე საბოთაჯი არ წყდება. როგორც კობახიძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, პრეზიდენტის მხრიდან ისმის პირდაპირი ტყუილი ვენეციის კომისიის წინასწარ დასკვნასთან დაკავშირებით. „გვქონდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ გაეგზავნა საქართველოს პრეზიდენტს შესაბამისი დოკუმენტი ვენეციის კომისიის მხრიდან და ამასთან დაკავშირებით გვაქვს დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი. გარდა ამისა, როდესაც ფიქრია ჩიხრაძემ დაიწყო თავისი პრესკონფერენცია კონსტიტუციასთან დაკავშირებით, მისი პირველი სიტყვა იყო გავეცანით ვენეციის კომისიის პირველად დოკუმენტს. ეს თვითონ მან ბრძანა და დაადასტურა, რომ ჰქონდა დოკუმენტი მიღებული, გაეცნო ამ დოკუმენტს და ამის საფუძველზე ჩაატარა ბრიფინგი. ჩვენ დღეს მოვისმინეთ პირდაპირი ტყუილი. ამაში ქალბატონ ანას ვერ დავადანაშაულებ, როცა საუბრობს საპარლამენტო მდივანი, საუბრობს არა ქალბატონი ანა, არამედ პრეზიდენტი. ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან ასეთ რამეებს ვისმენთ ხოლმე, ძალიან დამღლელია ყველაფერი, რაც ხდება საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან. ამასთან დაკავშირებით დამატებითი კომენტარების კეთება აღარ არის ხოლმე სწორი, გამომდინარე იქიდან, რომ არ წყდება ტყუილები, არ წყდება შეტევა პარლამენტზე, კომისიაზე, არ წყდება საბოტაჟი საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ პრეზიდენტი გაიაზრებს იმ მდგომარეობას, რომელშიც ის ჩავარდა. არ დაესწრო კომისიის სხდომებს, დაიწყო შეტევა კომისიაზე და ახლა აღმოჩნდა მძიმე მდგომარეობაში, რადგან მომზადდა დოკუმენტი, რომელიც არის სრულად შესაბამისობაში სამართლებრივ პრინციპებთან და აყალიბებს ნამდვილად დახვეწილ საპარლამენტო მმართველობის ფორმის სისტემას", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. თავმჯდომარის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტი ოთხი თვის განმავლობაში საკონსტიტუციო კომისიის არც ერთ სხდომას არ დასწრებია და მონაწილეობა არ მიუღია. "როდესაც საქართველოს პრეზიდენტი 4 თვის განმავლობაში არ ჩაერთო კომისიის მუშაობაში, რა მორალური უფლება აქვს საქართველოს პრეზიდენტს იმ ფორმით გვესაუბროს კონსენსუსზე, როდესაც ის ოთხი თვის განმავლობაში არ მონაწილეობდა კომისიის მუშაობაში. მოგვიწოდებენ, რომ არ ვიჩქაროთ, რა მორალური უფლება აქვს საქართველოს პრეზიდენტს მოგვიწოდოს დროსთან დაკავშირებით მოქმედებაზე, როდესაც ის ოთხი თვის განმავლობაში არც ერთ სხდომას არ დაესწრო“, - განაცხადა კობახიძემ.
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
ცხინვალის „ლიდერის“ მოვალეობის შემსრულებლად რუსეთის მოქალაქე მარატ კამბოლოვი დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)