|
2017-06-09 15:30:24, 786 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის მინისტრი აღმოსავლეთ სარდლობის საპილოტე პროგრამას გაეცნო
საქართველოს შეიარაღებული ძალების პირველ ქვეით ბრიგადაში საპილოტე პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციაზე საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთის სარდალმა, პოლკოვნიკმა შავლეგო ტაბატაძემ თავდაცვის მინისტრსა და გენერალური შტაბის უფროსს ცოტა ხნის წინ შედგენილი პროგრამა წარუდგინა. სამინისტროს ცნობით, საპილოტე პროგრამის მიზანს სამხედრო მოსამსახურეების დღის განრიგის ოპტიმიზაცია და მისი პრაქტიკაში დანერგვა წარმოადგენს. განახლებული პროგრამა სამხედრო მოსამსახურეების ყოფითი პრობლემების მოგვარებაზეა ორიენტირებული და მათ განრიგს თვისობრივად უფრო მოქნილს ხდის. პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად აღმოსავლეთ სარდლობის სხვადასხვა რეგიონში დისლოცირებული ქვედანაყოფები შეირჩა. პროექტში ჩართულ ქვედანაყოფებში ჩატარებული გამოკითხვისა და ანალიზის შედეგად აღმოჩნდა, რომ სამხედროების უმეტესობა სიახლეს დადებითად აფასებს და ამბობს, რომ ახალი პროგრამა ამოქმედების შემთხვევაში, მათ ყოფითი პრობლემების მოგვარების საშუალებას მისცემს. აღმოსავლეთ სარდლობის სამეთაურო რგოლის შეფასებით, პროექტის განხორციელების შემთხვევაში, შემცირდება ყოველდღიური საათობრივი დათხოვნის დრო, მეცადინეობები უფრო ეფექტური გახდება, სამეთაურო რგოლს კი შემდეგი დღის უკეთ დაგეგმვისთვის მეტი დრო ექნება. ახალი განრიგი თანხების დაზოგვის საშუალებასაც იძლევა. გამოთავისუფლებული თანხები კი სამხედრო მოსამსახურეების პირობებისა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას მოხმარდება. ახალი განრიგის მიხედვით, ორშაბათიდან ხუთშაბათის ჩათვლით, ნაცვლად 09:00 დან 18:00 საათისა, სამუშაო საათები 08:00-დან 17:00-მდე გაგრძელდება. ხოლო პარასკევს სამუშაო დღე 08:00-დან 12:00 საათამდე განისაზღვრება. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა წარმოდგენილი საპილოტე პროგრამა დადებითად შეაფასეს. ლევან იზორიას განცხადებით, სიახლე ახლო მომავალში ამოქმედდება. როგორც თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, შეცვლილი დღის განრიგი სამხედრო მოსამსახურეების ხელშეწყობაზე, მათი მდგომარეობის გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული, რაც თავდაცვის სამინისტროს პრიორიტეტს წარმოადგენს. პირველ ქვეით ბრიგადაში გამართულ შეხვედრას აღმოსავლეთ სარდლობის ქვედანაყოფების წარმომადგენლები დაესწრნენ.
(NS)
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
გვარამიას თქმით, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ხოშტარიას მდგომარეობის შესწავლის შუამდგომლობა
ზელენსკი: თუ უკრაინა იწვის, თქვენი მოსკოვიც დაიწვება - დადგა დრო, დასრულდეს ეს აგრესია
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)