23:56 - 30 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-08 20:52:35, 2102 ნახვა

საზოგადოება რეგიონი
ე.წ. სამხრეთ ოსეთის „პარლამენტის თავმჯდომარედ“ რუსული ტელეკომპანია НТВ-ს ყოფილი კორესპონდენტი აირჩიეს

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პარლამენტის "თავმჯდომარედ" რუსული ტელეკომპანია НТВ-ის ყოფილი კორესპონდენტი პეტრე გასიევი აირჩიეს, - ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, რუსი ჟურნალისტი 2008 წლის ომს აქტიურად აშუქებდა. საომარი მოქმედებების გაშუქების გამო, რუსეთის იმ დროინდელმა პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა გასიევი სპეციალური ორდენით დააჯილდოვა.

ცნობისთვის, 2012 წელს იგი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში პარტია Единая Осетия-ს შექმნაში მონაწილეობდა და ე.წ. პოლიტსაბჭოს წევრიც იყო. დე-ფაქტო პარლამენტში ე.წ. თვითმმართველობისა და კანონშემოქმედებითი მიმართულებით მუშაობდა. ანატოლი ბიბილოვის დე-ფაქტო პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ე.წ. პარლამენტში სპიკერის პოსტი ვაკანტური დარჩა, რის გამოც ე.წ. ფრაქციამ გასიევის კანდიდატურა წარადგინა. 

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მას მხარი დე-ფაქტო პარლამენტის ე.წ. უმრავლესობამ დაუჭირა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics