19:47 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-08 13:40:21, 1572 ნახვა

საზოგადოება
თბილისის N162-ე ბაგა-ბაღს უცხოელი დიპლომატები ესტუმრნენ

თბილისის N162-ე ბაგა-ბაღს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში განსაკუთრებული სტუმრები ჰყავდა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებას საქართველოში ყაზახეთისა და აზერბაიჯანის საელჩოს წარმომადგენლები, საქართველოს პარლამენტის წევრები, სალომე ზურაბიშვილი, მარიამ ჯაში, თბილისის საკრებულოს დეპუტატი ჯაბა ჯიშკარიანი და მთაწმინდის რაიონის გამგებელი, გელა არჩვაძე ეწვივნენ.

მათივე ინფორმაციით, საპატიო სტუმრებს ბაღის ადმინისტრაცია და აღსაზრდელები სახალისო ღონისძიებით დახვდნენ.

პატარებმა ქორეოგრაფიული და ვოკალური ნომრები წარმოადგინეს და უცხოელი დიპლომატების ოვაციები და აპლოდისმენტები დაიმსახურეს.

მასპინძელი ბაღის ადმინისტრაციამ საბავშვო ბაღის ეზოში ბავშვთა ნამუშევრების გამოფენაც მოაწყო.

მოწვეულ ელჩებს სტუმრობისათვის მადლობა გადაუხადა თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა.

თემურ თორდინავას თქმით, მისასალმებელია საჯარო ბაგა-ბაღში ასეთი საპატიო სტუმრების ყოფნა არა მარტო ბავშვების, არამედ ადმინისტრაციისთვისაც.

„ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები გავატარეთ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების განვითარებისათვის და ეს პროცესი კვლავ გრძელდება. გვაქვს ამბიციები, რომ მივიღეთ ძალიან სერიოზული გადაწყვეტილებები, თუმცა ასევე ვაანალიზებთ, რომ გამოწვევები კიდევ უფრო ბევრია და ამ ვითარებაში, საერთაშორისო ჩართულობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით, საკანონმდებლო ბაზის დახვეწისა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით,“ - განაცხადა თემურ თორდინავამ.

მოწვეულ სტუმრებს მიმართა პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ. მარიამ ჯაშმა სკოლამდელი განათლების მიმართულებით გატარებულ რეფორმებს ხაზი გაუსვა და განაცხადა, რომ თემურ თორდინავას დამსახურებით, საბავშვო ბაღებში მნიშვნელოვანი პროგრესია მიღწეული.

(NS)

 

 

 

          





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში - ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
ქონების გადასახადის ზღვარი ₾100 000-მდე იზრდება, ოცნება ინიციატივას დაჩქარებულად განიხილავს
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics