19:47 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-08 13:15:57, 1572 ნახვა

საზოგადოება
საია-ში მიიჩნევენ, რომ მიწის გასხვისების კონსტიტუციით შეზღუდვა ინვესტიციებს შემცირებას გამოიწვევს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში თვლიან, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწის გასხვისების კონსტიტუციით შეზღუდვა ინვესტიციებს შემცირებას გამოიწვევს. 

მესამე სექტორის იურისტის გიორგი გოცირიძის თქმით, ეს ჩანაწერი დისკრიმინაციულია და ინვესტორებს პრობლემებს შეუქმნის. 

"ეს არ არის უცხოელებისთვის დაწესებული რეგულირება, ეს იქნება ბლანკეტური აკრძალვა და ჩემთვის გაუგებარია, როგორ შეიძლება ვისაუბროთ რაიმე სახის ბიზნეს ინვესტიციების მოზიდვაზე, როდესაც პირობის დაკმაყოფილების შემთხვევაში უცხოელი მაინც ვერ გახდება მიწის მესაკუთრე. ეს არის უკან გადადგმული ნაბიჯი, არა მარტო იმ თვალსაზრისით, რომ ხდება უცხოელების დისკრიმინაცია საკუთრების უფლებასთან მიმართებაში და თავად კონსტიტუციით აღიარებული თანასწორობის პრინციპთან მოდის ამგვარი ბლანკეტური მიდგომა წინააღმდეგობაში, ეს ასევე საფრთხეს შეუქმნის ინვესტიციების მოზიდვას პირველ რიგში სასოფლო სამეურნეო სექტორში", - განაცხადა გიორგი გოცირიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, კონსტიტუციაში ახალი ჩანაწერი გახდება მტკიცე გარანტია, რომ ქართული მიწები საქართველოს სახელმწიფოს დარჩეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში - ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
ქონების გადასახადის ზღვარი ₾100 000-მდე იზრდება, ოცნება ინიციატივას დაჩქარებულად განიხილავს
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics