12:37 - 27 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-08 12:23:56, 2115 ნახვა

ეკონომიკა
ლაშა ხუციშვილმა საგადასახადო საკითხებზე საერთაშორისო კონვენციას ხელი მოაწერა

საფრანგეთში,  პარიზში გამართული ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) კვირეულის დროს, მინისტერიალის საბჭოს შეხვედრების ფარგლებში,  67 ქვეყნის წარმომადგენელმა ხელი მოეწერა „დასაბეგრი ბაზის შემცირებისა და მოგების გადატანის აღკვეთის მიზნით საგადასახადო შეთანხმებებთან დაკავშირებული ღონისძიების დანერგვის შესახებ“ მრავალმხრივ კონვენციას.

როგორც "ექსპრესნიუსს" ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, საქართველოს მთავრობის სახელით მრავალმხრივ კონვენციას  საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა ხუციშვილმა ხელი მოაწერა. 

აღსანიშნავია, რომ მრავალმხრივი კონვენცია  2013 წელს შემუშავდა  „დიდი ოცეულის“ მიერ ინიცირებული დასაბეგრი ბაზის შემცირებისა და მოგების გადატანის აღკვეთის შესახებ (BEPS) პროექტის ფარგლებში, რომლის ძირითადი მიზანია, საერთაშორისო საგადასახადო სფეროში არსებული აგრესიული საგადასახადო დაგეგმარების აღმოფხვრა.

მრავალმხრივი ინსტრუმენტი ითვალისწინებს BEPS-ის პროექტის ფარგლებში შემუშავებული მექანიზმების, საუკეთესო პრაქტიკის და მინიმალური სტანდარტების დანერგვას არსებულ საგადასახადო შეთანხმებებში ცვლილებების შეტანის მეშვეობით.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე ამტკიცებს, რომ ტრამპს და რუბიოს ესაუბრა
კაცმა ფარულად შეაღწია საცხოვრებელ სახლში, ბლაგვი საგნით და ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა თანასოფლელ, ხანდაზმულ ქალს, დანაშაულის ადგილს ცეცხლი წაუკიდა და მიიმალა - ქალი ადგილზე გარდაიცვალა
პაპუაშვილი – საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები გადატვირთვის გზით მიდის
კობახიძე - ალდეს ლიბერალობის არაფერი ეტყობა, კვლავაც დგანან რადიკალიზმის, მათ შორის ტერორისტული აქტის მხარეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics