19:45 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-08 11:56:19, 1845 ნახვა

საზოგადოება
#განიკურნე - რას გულისხმობს ჯანდაცვის სამინისტროს ახალი კამპანია

#განიკურნე - ეს ჯანდაცვის სამინისტროს ახალი კამპანიაა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ სამინისტროდან აცნობეს, კამპანიის მიზანია, ერთად გამოვავლინოთ ის ადამიანები, ვინც ჯერ კიდევ არ იცის, რომ ვირუსის მატარებელია. C ჰეპატიტი უსიმპტომოდ მიმდინარეობს. სწორედ ამიტომ, სკრინინგი აუცილებელი კომპონენტია დაავადების დროულად გამოსავლენად. ამით პაციენტი არამარტო საკუთარ თავს, არამედ მის ახლობლებსაც იცავს.

აღსანიშნავია, რომ საქართველო არის პირველი ქვეყანა, სადაც ჯანდაცვის სამინისტროსა და მისი საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით ქვეყნის მოსახლეობას C ჰეპატიტის სამკურნალო, ძვირადღირებული მედიკამენტები უსასყიდლოდ გადაეცემათ. ეს არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროექტი, რომლის ანალოგიც აქამდე არ განხორციელებულა. ეს არის უნიკალური შანსი, რომელმაც უკვე ათასობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დღემდე პროგრამაში დარეგისტრირებულია 41 000-მდე ბენეფიციარი. მათ შორის მკურნალობაში ჩაერთო 40 000-ზე მეტი პაციენტი, მათგან მკურნალობის კურსი 30 000-ზე მეტმა დაასრულა. განკურნების მაჩვენებელი საშუალოდ 98%-ს შეადგენს.

განიკურნე, შემოგვიერთდი, მომავალი C-ს გარეშე!

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში - ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
ქონების გადასახადის ზღვარი ₾100 000-მდე იზრდება, ოცნება ინიციატივას დაჩქარებულად განიხილავს
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics