|
2017-06-07 16:57:04, 1446 ნახვა
საზოგადოება
გენადი არველაძემ ევროკავშირის კონფერენციის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა
სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ დღეს ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების ფარგლებში სახელმწიფო მართვის ეფექტიანობის გაძლიერების მიზნით კონფერენცია გაიმართა. კონფერენციაში საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა, საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, ასევე საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ღონისძიება სახელწოდებით „სამართლებრივი დაახლოების პარადიგმა ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების ფარგლებში“ ევროკავშირის პროექტის, იუსტიციის სამინისტროსა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ერთობლივი ორგანიზებით ჩატარდა. კონფერენციის პირველ პანელზე მოხსენებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე გამოვიდა. „დღევანდელი ღონისძიება დაეთმო საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებულ ასოცირების შეთანხმების საკანონმდებლო დაახლოების პროცესს, მასში სხვადასხვა დაინტერესებული მხარეების ჩართულობასა და თანამშრომლობას. პროცესი მაქსიმალურად ეფექტიანი და გამჭვირვალე უნდა იყოს, რადგანაც ის გარკვეულ დახარჯებთან და დროსთანაა დაკავშირებული. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებით აღებული ვალდებულებები და საკანონმდებლო დაახლოება იყოს უმტკივნეულო კერძო სექტორისთვის და ზოგადად მოსახლეობისთვის. ჩვენ ასევე ყურადღება გამახვილეთ სახელმწიფო უწყებების ინსტიტუციურ განვითარებაზე. შესაბამისად, შევთანხმდით კოორდინირებულ მუშაობაზე როგორც პარლამენტთან, ასევე სხვა სამთავრობო უწყებებთან“-განაცხადა გენადი არველაძემ. კონფერენციაზე განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა ასოცირების შეთანხმების ვალდებულებების ფარგლებში სამართლებრივი დაახლოების პროცესის მიმდინარეობა, სამართლებრივი დაახლოება და მთავრობის ინსტიტუციური და ადმინისტრაციული უნარები, ასევე იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებული სამართლებრივი დაახლოების სახელმძღვანელო და მეთოდური რეკომენდაციები, სამართლებრივი დაახლოების ტექნიკები, მეთოდოლოგიური დოკუმენტაციის მნიშვნელობა და ამ მიმართულებით სხვა ქვეყნების გამოცდილება. კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა. მისი თქმით, საქართველოს ამოცანა აქვს, დაასრულოს სამართლებრივი დაახლოება, რაც მოიცავს საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებას 2020 წლისთვის. „ეს ეხება იმ სფეროებს, რომელიც ასოცირების ხელშეკრულებაშია გაწერილი. საქართველომ ამ მხრივ უკვე ბევრი გააკეთა, ჩვენ ამას ვაფასებთ, მაგრამ საჭიროა ინტენსიური მუშაობა დარჩენილი პერიოდისთვის. 2020 წელი არცთუ ისე შორსაა, ევროკავშირი განაგრძობს ამ პროცესის მხარდაჭერას. ჩემი აზრით, სამართლებრივი დაახლოება ასოცირების ხელშეკრულების მთავარი ასპექტია. ამავდროულად, უნდა აღვნიშნო, რომ მთავარია არა უბრალოდ ახალი კანონების მიღება, არამედ მათი განხორციელება. დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები ის ფუნდამენტური პრინციპებია, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობების საძირკველში დევს“, - განაცხადა იანოშ ჰერმანმა.
(NS)
„როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - „თეგეტაში“ მამის დღე აღნიშნეს
გულია: აფხაზეთს შეუძლია დღეში ათასი უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიოს საქართველოს და 10 დღეში გაიმარჯვოს
„რუმს ჰოტელსისა“ და „აჭარა ჯგუფის“ დამფუძნებელი თემურ უგულავა გარდაიცვალა
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)