11:40 - 27 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-06 16:25:11, 2416 ნახვა

ეკონომიკა
სსიპ-ს „აწარმოე საქართველოში" და პროექტს „ზრდა საქართველოში“ შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ-ს „აწარმოე საქართველოში" და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროექტს „ზრდა საქართველოში“ შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც რეგიონებში მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების ხელშეწყობის მიზნით თანამშრომლობასა და კოორდინირებულ საქმიანობას გულისხმობს. 

"სსიპ-ის „აწარმოე საქართველოში“ მიზანია ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა,  მისი კონკურენტუნარიანობის, პროდუქტიულობისა და საექსპორტო პოტენციალის ზრდა და ინვესტიციების მოზიდვა. სააგენტო კერძო სექტორს ხელს უწყობს სხვადასხვა ფინანსური თუ ტექნიკური მხარდაჭერის მექანიზმების მეშვეობით.

ხოლო აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროგრამა „ზრდა საქართველოში“ მიზნად ისახავს საქართველოს კონკრეტულ რეგიონებში მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას,  რომლის  მისაღწევადაც პროექტი ხელს შეუწყობს მიკრო, მცირე, და საშუალო საწარმოების განვითარებას, სოფლის მოსახლეობის შემოსავლების ზრდას, მეწარმეებსა და მყიდველებს შორის საბაზრო ურთიერთობების ჩამოყალიბებას და განვითარებას",-განმარტავენ ეკონომიკის სამინისტროში.

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მე რუსეთს დეესკალაციისკენ მოვუწოდე“ - გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვთან შეხვედრაზე ისაუბრა
რუსეთმა ღამით საჰაერო დარტყმები განახორციელა კიევის, ოდესისა და ზაპოროჟიეს რეგიონებზე- ხუთი ადამიანი დაიღუპა.
მაკრონმა აღიარა, რომ მომავალში საფრანგეთის პრეზიდენტად დაბრუნებას გეგმავს
უკრაინამ დონბასში რუსული არმიის წინააღმდეგ საბრძოლო რობოტები პირველად გამოიყენა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics