18:12 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-06 16:24:39, 1708 ნახვა

საზოგადოება
დავით სერგეენკო „ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის“ გახსნას დაესწრო

ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკა დღეს ოფიციალურად გაიხსნა.

გახსნის ცერემონიას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო დაესწრნენ.

მთავრობის მეთაურმა ჯანდაცვის სფეროს განვითარებისთვის სახელმწიფო-კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის როლზე გაამახვილა ყურადღება.

„ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო კერძო სექტორთან ერთად ავითარებს დღეს ჯანდაცვის სფეროს. ეს არის  პარტნიორობა, რომელმაც მოგვცა მოდელი, სადაც ყველა ადამიანს აქვს გარანტირებული ჯანდაცვა სახელმწიფოს მხრიდან“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა კლინიკის ტრადიციებზე, მედპერსონალსა და ქართული ჯანდაცვისთვის ამ სფეროს განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ეს არის უდიდესი სამედიცინო ტრადიციების მქონე დაწესებულება, რომელსაც საფუძველი აკადემიკოსმა ვახტანგ ბოჭორიშვილმა ჩაუყარა. ასეთი პროფილის კლინიკა იმ დროისთვის პირველი იყო. მისი კლინიკური გუნდი კი, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია საქართველოში.  მიხარია, რომ ტრადიციის აღდგენა და შენარჩუნება  ახალი ინფრასტრუქტურის პირობებში მოხერხდა და მჯერა, რომ ეს გუნდი ღირსეულად გააგრძელებს იმ მიმართულების განვითარებას, რაც  ასე მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ჯანდაცვისთვის“, - განმარტა დავით სერგეენკომ.

აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკა ინფექციური დაავადებების მართვისა და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამებშია ჩართული.

პროექტის ფარგლებში, ყოფილი სეფსისის ცენტრს კაპიტალური სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა და ულტრათანამედროვე ტექნიკით აღიჭურვა. სრულად განახლდა პედიატრიული, ქირურგიული, გინეკოლოგიური, ინფექციური და რეანიმაციული დეპარტამენტები. 

მრავალპროფილიანი კლინიკისთვის 15 მილიონამდე ლარის ინვესტიცია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაფინანსებით განხორციელდა.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში - ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
ქონების გადასახადის ზღვარი ₾100 000-მდე იზრდება, ოცნება ინიციატივას დაჩქარებულად განიხილავს
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ევროკავშირმა უკრაინისთვის სამხედრო საწვრთნელი მისიის მანდატი 2028 წლამდე გაახანგრძლივა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics