18:12 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-06 13:19:43, 1624 ნახვა

საზოგადოება
საგარეო უწყება ესპანეთში გარდაცვლილი ქართველის სამშობლოში გადმოსვენების საკითხზე განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ესპანეთში გარდაცვლილი ალუდა ლიპარტელიანის სამშობლოში გადმოსვენების საკითხზე განცხადებას ავრცელებს. 

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, პროცესში საქართველოს საკონსულოა ჩართული.

"ოჯახის წევრების მიერ ალუდა ლიპარტელიანის გაუჩინარების შესახებ პოლიციაში მიმართვისთანავე, საქართველოს საკონსულო ბარსელონაში მუდმივ კავშირში იმყოფებოდა ესპანეთის სამართალდამცავ ორგანოებთან და რეგულარულად იღებდა ინფორმაციას ა. ლიპარტელიანის ადგილსამყოფელის დადგენის შესახებ გამოძიების წარმოების თაობაზე ადგილობრივი პოლიციიდან. 28 მაისს სამართალდამცავი ორგანოების მიერ საკონსულოს მიეწოდა ინფორმაცია ალუდა ლიპარტელიანის ცხედრის პოვნასთან დაკავშირებით. ჩატარებული ექსპერტიზის თანახმად, პიროვნება გარდაიცვალა დაახლოებით თვენახევრის წინ, რაც ემთხვევა მისი გაუჩინარების თარიღს. · ინფორმაციის მიღებისთანავე საქართველოს საკონსულო ბარსელონაში ოჯახის წევრებთან კოორდინაციით დაუკავშირდა დამკრძალავ ბიუროს ალუდა ლიპარტელიანის ცხედრის საქართველოში გადასვენების პროცესის დაწყების მიზნით. სამწუხაროდ, დამკრძალავი ბიუროს ინფორმაციით, გარდაცვლილის ცხედრის მდგომარეობის გამო, რასაც მისი ოჯახის წევრებიც ადასტურებენ, ამ ეტაპზე გარდაცვლილის ტრანსპორტირებისთვის აუცილებელი პროცედურების ჩატარება ვერ ხერხდება. კერძოდ ცხედარზე არ ზემოქმედებს არც ერთი სპეციალური საშუალება. შესაბამისად, უსაფრთხო ტრანსპორტირების უზრუნველყოფის გარეშე, ესპანური მხარე არ იძლევა თანხმობას, რათა განხორციელდეს ცხედრის ტრანსპორტირება საჰაერო გზით. ამ ეტაპზე გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან შეთანხმებით და საქართველოს საკონსულოს აქტიური ჩართულობით მიმდინარეობს გარდაცვლილის საქართველოში გადმოსვენების მიზნით ალტერნატიული გზების ძიება", - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში. 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში - ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
ქონების გადასახადის ზღვარი ₾100 000-მდე იზრდება, ოცნება ინიციატივას დაჩქარებულად განიხილავს
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ევროკავშირმა უკრაინისთვის სამხედრო საწვრთნელი მისიის მანდატი 2028 წლამდე გაახანგრძლივა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics