17:32 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-05 13:06:00, 1732 ნახვა

საზოგადოება
ირაკლი კობახიძე: ავღანეთში ქართული კონტიგენტის რაოდენობის შემცირება არ იგეგმება

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ავღანეთში ქართული კონტიგენტის რაოდენობის შემცირება არ იგეგმება.

"გაკეთდა მკაფიო განცხადება ავღანეთში ჩვენს კინტიგენტთან დაკავშირებით.ძალიან მკაფიოდ ითქვა, რომ კონტიგენტის შემცირება არ იგეგმება.ეს არის ძალიან მკაფიო განცხადება",-აღნიშნა კობახიძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ინფორმაცია, თითქოს დღის წესრიგში ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ სამშვიდობო მისიაში მონაწილე ქართული კონტინგენტის რაოდენობის შემცირება დგას, სიმართლეს არ შეესაბამება.

"საქართველო საერთაშორისო უსაფრთხოებაში კონტრიბუციას იმ ფორმითა და ძალების რაოდენობით განაგრძობს, როგორც ის ავღანეთში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა თუ მალიში ამ ეტაპზეა წარმოდგენილი. მიმდინარე პერიოდში დღის წესრიგში რაიმე სახის ცვლილება ამ კუთხით არ დგას - საქართველო ალიანსის წინაშე აღებული ვალდებულებების ერთგული რჩება, რაც ავღანეთში ქართული სამხედრო კონტინგენტის 2018 წლის გაზაფხულის ჩათვლით კონტრიბუციას ითვალისწინებს",-აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ქონების გადასახადის ზღვარი ₾100 000-მდე იზრდება, ოცნება ინიციატივას დაჩქარებულად განიხილავს
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ევროკავშირმა უკრაინისთვის სამხედრო საწვრთნელი მისიის მანდატი 2028 წლამდე გაახანგრძლივა
საქართველოს ბანკმა DataIQ-ის დაჯილდოებაზე მონაცემთა და AI-ის მიმართულებით ოთხი ჯილდო მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics