17:33 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-04 13:11:49, 1678 ნახვა

საზოგადოება
ლონდონში დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან

ბრიტანული მხარე დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეების არსებობას არ ადასტურებს.

 ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს  საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყება საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს.

„საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ!

 ლონდონში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოში მოქმედებს ცხელი ხაზი: +44 7872 064830.
ასევე 24 საათიანი ცხელი ხაზი მოქმედებს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში: (+995 32) 294 50 50.
ამ ეტაპზე ბრიტანული მხარე დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეების არსებობას არ ადასტურებს.
ქალაქის პოლიცია მოსახლეობას მოუწოდებს, თავი შეიკავონ შემდეგ ტერიტორიებზე გადაადგილებისაგან: London Bridge, Borough Market“,-ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ქონების გადასახადის ზღვარი ₾100 000-მდე იზრდება, ოცნება ინიციატივას დაჩქარებულად განიხილავს
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ევროკავშირმა უკრაინისთვის სამხედრო საწვრთნელი მისიის მანდატი 2028 წლამდე გაახანგრძლივა
საქართველოს ბანკმა DataIQ-ის დაჯილდოებაზე მონაცემთა და AI-ის მიმართულებით ოთხი ჯილდო მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics