|
2017-06-01 19:51:00, 2191 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილმა მსხვილ ჩინურ კორპორაციებს საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები გააცნო
საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ ისაუბრა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჩინეთის მსხვილი საინვესტიციო-ინდუსტრიული კორპორაციების ხელმძღვანელებთან, რომლებიც საქართველოში „ჰუალინგ ჯგუფის“ მოწვევით იმყოფებიან. შეხვედრაზე პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჩინელ ინვესტორებს საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობასა და ბიზნეს-გარემოს შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მისი თქმით, საქართველოს მთავრობა ახორციელებს ფისკალურ და სტრუქტურულ რეფორმებს, რომელთა მიზნებსაც საქართველოში ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესება, ინვესტიციების ხელშეწყობა და ეკონომიკური ზრდის დაჩქარება წარმოადგენს. პირველმა ვიცე-პრემიერმა განსაკუთრებულად დიდი შეფასება მისცა საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებას, რომელმაც, მისი თქმით, ახალ სიმაღლეზე აიყვანა ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობა. შეხვედრაზე ჩინური ბიზნესის წარმომადგენლები საქართველოს საინვესტიციო გარემოთი დაინტერესდნენ. მათ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს საქართველოს ეკონომიკის ისეთ სექტორებზე, როგორიცაა ტექსტილის წარმოება, ტურიზმი, სასტუმრო ბიზნესი, საბანკო-საფინანსო სექტორი და სხვ. აღინიშნა, რომ საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ისინი ეწვევიან დასავლეთ საქართველოს, მათ შორის, ქუთაისსა და წყალტუბოს, სადაც კონკრეტულ საინვესტიციო პროექტებს დაათვალიერებენ. საქართველოში ჩინელი ინვესტორების სტუმრობის მიზანია, გაეცნონ ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალს და კონკრეტულ პროექტებს. ჩინური კერძო ინვესტორების დაინტერესება განსაკუთრებით მას შემდეგ გაიზარდა, რაც ორ ქვეყანას შორის ხელი მოეწერა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას. ჩინეთიდან პოტენციური ინვესტორების წარმომადგებლობითი დელეგაციის შემადგენლობაში ორი მსხვილი საინვესტიციო-ინდუსტრიული კონგლომერატის - “Wuhan Contemporary Science and Technology Industry Group”-ისა და „Shenzhen LanRun Financial Holding Group“-ის ხელმძღვანელი პირები შედიან. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)