|
2017-06-01 13:20:19, 1767 ნახვა
საზოგადოება
სავაჭრო ცენტრებისა და მსხვილი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებისთვის სავალდებულო დაზღვევა ამოქმედდება
სავაჭრო ცენტრების და მსხვილი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების მფლობელებს სავალდებულო დაზღვევის მოთხოვნის უფლება ექნებათ. შესაბამისი ცვლილება სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ კანონში შედის, რომლის შესახებაც მთავრობის სდომის დაწყებამდე პრემიერმა ისაუბრა. კერძოდ, კვირიკაშვილის განმარტებით, ობიექტების ნუსხას, რომლებსაც სავალდებულო წესით დაზღვევა შეეხება, სახელმწიფო შეადგენს. პრემიერის შეფასებით, აღნიშნული ცვლილება ძალიან მნიშვნელოვანია, რათა მოქალაქეების და მცირე ბიზნესის უფლებები დაცული იყოს: „ბოლო პერიოდში განვითარებულმა რამდენიმე ხანძარმა საკმაო ზარალი მიაყენა სავაჭრო ცენტრებს, მათ მომხმარებლებს, იქ ფუნქციონირებად მცირე და საშუალო ბიზნესს და თვითონ ამ ცენტრების მფლობელებს. ამიტომ, ჩვენ შემოგვაქვს ცვლილება- სახელმწიფო შეადგენს ნუსხას და ამ ნუსხაში გათვალისწინებულ ობიექტებს, საზოგადოებრივი თავშეყარის ადგილებს და მათ მფლობელებს ექნებათ სავალდებულო დაზღვევის მოთხოვნის უფლება, რათა მესამე პირების მხრივ, სიცოცხლის, ჯანმრთელობის და ქონების ნაწილში მიყენებული ზიანი იქნას აუცილებლი წესით დაზღვეული. ჩვენ სამწუხაროდ, წარსულში უარი ვთქვით არაერთ სავალდებულო დაზღვევის სახეობაზე და ისიც მინდა გავიხსენო, რომ ძალიან ბევრ შემთხვევაში ამას პოლიტიკური ხასიათიც ჰქონდა და ეს იყო დიდი შეცდომა. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, განვავითაროთ ცივილიზებული ფორმით ის ფორმები, რომელიც ყველა განვითარებულ ქვეყანაში არსებობს. მხედველობაში მაქვს, მესამე პირის მიმართ ჯანმრთელობის, სიცოცხლის და ქონების ზიანის ანაზღაურება და ამ მიმართულებით გაგრძელდება მუშაობა. ვფიქრობთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა, რათა ჩვენი მოქალაქეების და მცირე ბზინესის უფლებები დაცული იყოს.ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ასეთი სავაჭრო ცენტრების, თუ მსხვილი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების მფლობელებსაც ექნებათ გაცილებით ნაკლები ტვირთი და გამოირიცხება ისეთი მოვლენები, რომლებსაც ადგილი ჰქონდა უახლოეს წარსულში, თუ ადრინდელ წარსულში“,-აღნიშნა კვირიკაშვილმა და დასძინა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობაც იქნება სავალდებულო წესით დაზღვეული: „ ეს მოთხოვნა იქნება გავრცელებული და აღსრულებული, ვინაიდან ჩვენ ხშირად გვაქვს ასეთი ინციდენტებიც, რომელსაც ზოგ შემთხვევაში ადამიანის სიცოცხლის, ზოგ შემთხვევაში ჯანმრთელობის, თუ ქონების დაკარგვა თან სდევს. ამიტომ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.ჩვენ ვმუშაობთ, რომ მთლიანად მესამე პირის მიმართულებით მესამე მხარის ვალდებულების დაზღვევა გავრცელდეს არა მხოლოდ უცხოეთში რეგისტრირებულ, არამედ ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, ვინაიდან ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მწვანე ბარათის სისტემაში საქართველოს გაწევრიანებისთვის და იმისათვის, რომ უცხოელებმაც იგრძნონ თავი იმ ქვეყანაში, სადაც ვრცელდება ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში მოქმედი წესები და მესამე პირთა მიმართ ვალდებულება უნდა იყოს რაც შეიძლება ფართოდ დაზღვეული ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა გიორგი კვირკაშვილმა.
„თეგეტა“ Farizon-ის სერვისის სტანდარტებს აძლიერებს – გეზის ფილიალმა საერთაშორისო ტრენინგს უმასპინძლა
28 სექტემბრის დღის ბოლოდან 1-ელი ოქტომბრის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
ავიაკომპანია Red Wings-მა საქართველოში დამატებით რუსეთის 20-მდე ქალაქიდან ფრენის ნებართვა მოითხოვა
სააპელაციო სასამართლომ მეგის ქარდავას 9-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ხარკოვში 22 ადამიანი დაშავდა, ხოლო კიევში - ოთხი
რუსულმა დარტყმამ უკრაინაში გერმანული კომპანია Kärcher-ის კუთვნილი საწყობი გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)