|
2017-05-31 15:21:48, 1664 ნახვა
საზოგადოება
თბილისში საერთაშორისო საბალეტო ფესტივალი დაფუძნდა
21 ივნისიდან - 2 ივლისის ჩათვლით თბილისში საერთაშორისო საბალეტო ფესტივალი გაიმართება. ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელია პრიმა ბალერინა ნინო ანანიაშვილი. ფესტივალის დაფუძნების შესახებ დღეს ოპერის თეატრში პრეს-კონფერენცია გაიმართა, რომელსაც ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ბადრი მაისურაძე, საბალეტო დასის ხელმძღვანელი და ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი ნინო ანანიაშვილი, კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ბადრი ჯაფარიძე და ჰოლანდიის ელჩი საქართველოში იოჰანეს დაუმა დაესწრნენ. თბილისის საბალეტო ფესტივალი 21 ივნისს გაიხსნება და 2 ივლისს დაიხურება. სპექტაკლები თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გაიმართება. თბილისის საბალეტო ფესტივალი ა. კრეინის „ლაურენსიას" პრემიერით გაიხსნება. ვახტანგ ჭაბუკიანის ცნობილი ბალეტის ახალი ქორეოგრაფიული რედაქცია და დადგმა ნინო ანანიაშვილს ეკუთვნის. 21 ივნისს პირველ საპრემიერო სპექტაკლს საქართველოს სახელმწიფო ბალეტის წამყვანი სოლისტი ლალი კანდელაკი და ბოსტონის ბალეტის წამყვანი სოლისტი ლაშა ხოზაშვილი იცეკვებენ. „ლაურენსია" ფესტივალის პროგრამით კიდევ ორჯერ 23 და 25 ივნისს იქნება წარმოდგენილი. მთავარ პარტიებს საქართველოს სახელმწიფო ბალეტის წამყვანი სოლისტები ნუცა ჩეკურაშვილი, ნინო სამადაშვილი, ეკატერინე სურმავა, იონენ ტაკანო, ფრენკ ვან ტონგერენი, დავით ანანელი შეასრულებენ. საბალეტო ფესტივალის მთავარი მოვლენა ნიდერლანდების ცეკვის თეატრი 2-ის გამოსვლა იქნება. თბილისში ეს ამ დასის პირველი გასტროლია. ნიდერლანდების ცეკვის თეატრი 2 (NDT 2) მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი თანამედროვე დასია, რომელსაც ქორეოგრაფი პოლ ლაითფუტი ხელმძღვანელობს. ჰოლანდიური დასი ჰააგაშია დაფუძნებული, მაგრამ, ყოველწლიურად 115. 000 ათასი მაყურებლის წინაშე გამოდის ევროპაში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ავსტრალიაში. დაარსებიდან (1959 წ.) დღემდე, ამ მეამბოხე დასმა, რომელიც მუდამ სიახლეებისკენ ისწრაფვის, მდიდარი რეპერტუარი შექმნა, რომელიც 600-ზე მეტი ბალეტისგან შედგება, მათი ავტორები არიან გენიალური ირჟი კილიანი, ჰანს ვან მანენი; ასევე დასის ქორეოგრაფები: სოლ ლეონი და პოლ ლაიტფუტი; დასთან თანამშრომლობენ დღეს მსოფლიოში აღიარებული ქორეოგრაფები კრისტალ პაიტი და მარკო გუკე, იოჰან ინგერი, მედჰი ვალერსკი, ალექსანდერ ეკმანი, გაბრიელა კარისო, ფრენკ შარტიე, ჰოფეშ შეხტერი, ედვარდ კლუგი, შერონ აიალი & გაი ბეჰარი. ნიდერლანდების ცეკვის თეატრი 2 თბილისის საბალეტო ფესტივალის პროგრამით ორ სპექტაკლს გამართავს - 28 და 29 ივნისს და სრულიად განსხვავებულ პროგრამას შესთავაზებს მაყურებელს. წარმოდგენილი იქნება ცნობილი თანამედროვე ქორეოგრაფების სოლ ლეონი და პოლ ლაითფუტის (Sleight of Hand ), ედვარდ კლუგის (Mutual Comfort ), ჰანს ვან მანენის (Solo), ალექსანდერ ეკმანის (Cacti), იოჰან იონგერის ( I new then) ერთმოქმედებიანი ბალეტები. საქართველოს სახელმწიფო ბალეტი ფესტივალის პროგრამით ორ სპექტაკლს წარმოადგენს, რომელშიც მთავარ პარტიებს მსოფლიოს ცნობილი საბალეტო დასების წამყვანი მოცეკვავეები შეასრულებენ. 1 ივლისს კი ფესტივალი წარმოადგენს პ. ჩაიკოვსკის „გედების ტბას", სადაც იცეკვებენ პოლონეთის ნაციონალური ბალეტის წამყვანი სოლისტები ჩინარა ალიზადე (ოდეტა-ოდილია) და ვლადიმერ იაროშენკო (პრინცი ზიგფრიდი). ფესტივალი 2 ივლისს საბალეტო გალა კონცერტით დაიხურება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიო ბალეტის ვარსკვლავები: ნინო ანანიაშვილი, ალექსანდრ ვოლჩკოვი (დიდი თეატრი, რუსეთი), ელისა კარილო კაბრერა, მიხაილ კანისკინი (ბერლინის სტატბალეტი, გერმანია), ვიქტორია ჯაიანი, თემურ სულუაშვილი (ჩიკაგოს ჯოფრი ბალეტი, აშშ), ჩინარა ალიზადე, ვლადიმერ იაროშენკო (პოლონეთის ნაციონალური ბალეტი), ალია ტანიკპაიევა, გერგელი ლებლანცი (უნგრეთის ნაციონალური თეატრი), ლალი კანდელაკი, ეკატერინე სურმავა, ნუცა ჩეკურაშვილი, ნინო სამადაშვილი, იონენ ტაკანო, ფილიპ ფედულოვი, დავით ანანელი, ფრენკ ვან ტონგერენი (საქართველოს სახელმწიფო ბალეტი). საფესტივალო სპექტაკლებში მონაწილეობს საქართველოს სახელმწიფო საბალეტო დასი და საქართველოს სახელმწიფო ოპერის თეატრის ორკესტრი, რომელსაც მოწვეული დირიჟორი ალივტინა იოფე (რუსეთი) უდირიჟორებს. ფესტივალის პროგრამა დეტალურად იხილეთ ვებგვერდზე www.opera.ge . თბილისის საბალეტო ფესტივალი იმართება თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, თბილისის მერიის, თიბისი ბანკისა და ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით. (NS
გიგა ფარულავა - ლევან მაჭავარიანს დაუწერეს და დაადებინეს ეს კონკრეტული განცხადება
ირაკლი ფავლენიშვილი – ერთადერთი, ვინც გარე ძალებისგან დირექტივებს იღებს, ივანიშვილის რეჟიმია
მაჭავარიანი – 2028 წლამდე გარე ძალები კიდევ შემოგვთავაზებენ ოპოზიციის გადალაგების ახალ სქემებს, თუმცა, ნუ დაავიწყდებათ, წინ აქვთ სასამართლო პროცესი
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში პირველი ჰიპ-ჰოპ ფესტივალი გაიმართება
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ხარკოვში 22 ადამიანი დაშავდა, ხოლო კიევში - ოთხი
რუსულმა დარტყმამ უკრაინაში გერმანული კომპანია Kärcher-ის კუთვნილი საწყობი გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)