20:28 - 01 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-25 15:29:17, 2124 ნახვა

კომენტარი
დავითაშვილი: კოოპერატიული მხარდაჭერის პროგრამას მაღალმთიან რეგიონებში მთელი ქვეყნის მასშტაბით განვახორციელებთ

სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალური გამოყენების სახელმწიფო პროგრამისთვის 6 მილიონი ლარია გამოყოფილი.

როგორც დავითაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, გამორიცხული არაა, მასშტაბები გაიზარდოს.

მისივე თქმით, საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალური გამოყენების შესახებ პროექტი, მაღალმთიან რეგიონებში მეცხოველეობის ხელშეწყობას ითვალისწინებს.

„მეცხოველეობის განვითარებაში ძირითადი პრობლემა ის იყო, რომ ჩვენ გვაქვს საგაზაფხულო და საზაფხულო საძოვრები, მაგრამ მოსახლეობას გამოზამთრების პრობლემა აქვს. ჩვენ, ფაქტობრივად, საკვების დამზადების ტექნიკას ვაწვდით კოოპერატივებს, ანუ მათ საშუალება ექნებათ, რომ თანამედროვე ტექნიკის გამოყენებით ზამთრისთვის მოახდინონ საკვების დამზადება, გააუმჯობესონ ჯიში, პროდუქტიულობა. როგორც იცით, ალპური მეცხოველეობა ითვალისწინებს როგორც რძის, ასევე ხორცის მიმართულებებს. ანუ ეს როგორც ხორცპროდუქტების, ასევე რძის პროდუქტების გაზრდას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა დავითაშვილმა და დასძინა, რომ პროექტის ფარგლებში, შემდეგი 2 წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტებში უნდა შექმნას კოოპერატივები, რომლებსაც სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრები 25 წლიანი იჯარით გადაეცემა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
უკრაინა ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics