20:28 - 01 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-25 12:44:37, 1970 ნახვა

კომენტარი
თორდია: არ ვდებ თავს წმინდანობაზე, მაგრამ საუბარი ჩემს მორალურ მხარეზე არ არის მნიშვნელოვანი

საზოგადოებას მივმართავ, არ ვდებ თავს წმინდანობაზე, ისაუბრეთ ჩემს მორალურ მხარეზე არ არის მნიშვნელოვანი, - ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსმა ლაშა თორდიამ ჟურნალისტებს განუცხადა. 

როგორც თორდიამ აღნიშნა, მისთვის მთავარია, რომ აუდიტის სამსახურმა საქმე მიიყვანოს ბოლომდე.

მისივე შეფასებით, ვიდეოები, რომლებიც გავრცელდა, მის დისკრედიტაციას ემსახურება. 

"ვიდეოები, რომელიც მათ წარმოადგინეს, არის შორი ხედიდან გადაღებული, რათა კარგად ვერ დაინახოს საზოგადოებამ, თუ რა მოხდა. მეორე ვიდეო არის ყველა რაკურსით კარგად დამონტაჟებული, რათა ჩემი დისკრედიტაცია მოხდეს და წარმომაჩინონ როგორც დებოშიორი პირი. ეს არის, რათა გადაიფაროს აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებული დასკვნა. ცალკე მსჯელობის საგანია, საიდან ჰქონდა იმ პირს წვდომა ამ ვიდეოზე ვინც ატვირთა. მასზე ზეწოლაა და მე პირადად ვუხდი მას ბოდიშს, რადგან ამ საქმეში იყენებენ. არავისი არ მეშინია. საზოგადოებას მივმართავ, არ ვდებ თავს წმინდანობაზე, ისაუბრეთ ჩემს მორალურ მხარეზე ეს არ არის მნიშვნელოვანი. ჩემთვის მთავარია, რომ აუდიტის სამსახურმა საქმე მიიყვანოს ბოლომდე და ამ ადამიანმა კორუფციის გამო, პასუხი აგოს. კადრები რაც გავრცელდა აუდიტის სამსახურის საქმიანობას არ უკავშირდება", - განაცხადა ლაშა თორდიამ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
უკრაინა ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics