|
2015-04-15 18:25:35, 765 ნახვა
საზოგადოება
ნარკოტიკებისა და ნარკომანიის მონიტორინგის ევროპული ცენტრი ხვალ რეგიონულ კონფერენციას გამართავს
საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში ხვალ, 09:30 საათზე, ნარკოტიკებისა და ნარკომანიის მონიტორინგის ცენტრი (EMCDDA) იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლობით კონფერენციას გამართავს. კონფერენციას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გახსნის. მას შს მინისტრის პირველი მოადგილე ლევან იზორია დაესწრება. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ ექსპერტები საქართველოდან, ბელარუსიდან, უკრაინიდან, ისრაელიდან, აზერბაიჯანიდან, უნგრეთიდან, მოლდოვადან, პოლონეთიდან და ხორვატიიდან. კონფერენციის მიზანია ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებთან დაკავშირებული გამოცდილების გაზიარება და ინფორმაციის გაცვლა. მონაწილეები გაეცნობიან ევროპის ადრეული გაფრთხილების სისტემას, რომელიც უზრუნველყოფს ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების გამოვლენას, მათ მიერ გამოწვეული რისკების შეფასებას და სათანადო კონტროლის მექანიზმების გატარებას. ნარკოტიკებისა და ნარკომანიის მონიტორინგის ცენტრი ევროკავშირის ნარკომანიასთან ბრძოლის სააგენტოს წარმოადგენს. მასთან თანამშრომლობა ევროკავშირსა და საქართველოს შორის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ერთ-ერთი მიმართულებაა. უახლოეს მომავალში ქართულ მხარესა და ნარკოტიკებისა და ნარკომანიის მონიტორინგის ევროპულ ცენტრს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ხელი მოეწერება ურთიერთგაგების მემორანდუმსაც.
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)