|
2017-05-24 19:00:54, 1094 ნახვა
სხვადასხვა
სს „ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის“ ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს
სს "ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის" ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც "თ.ჯ. თრეიდის" სასარგებლოდ ბადრი წილოსანისთვის მიყიდული ქონების - 25% აქციების გადაფორმების ხელშეკრულება ბათილად იქნა ცნობილი, ქარხნისა და მისი დამფუძნებლის დღის წესრიგში არაფერს ცვლის. „მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ იცოდეს, რომ საუბარია არა ჰოლდინგში შემავალ რომელიმე მოქმედ ქარხანაზე, არამედ გაკოტრების რეჟიმში მყოფ სს "ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის" წილის 25%-ზე, რომლის გაკოტრება სწორედ ავთო საყვარელიძის დამსახურებაა და რომელიც 2008 წლიდან აღარ ფუნქციონირებს. ამასთან მნიშვნელოვანია, რომ გადაწვეტილება ეხება ამ გადახდისუუნარობის რეჟიმში მყოფი კომპანიის წილის მხოლოდ 25%-ს და არა საკონტროლო პაკეტს. ასევე, მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ქარხანა საყვარელიძის პერიოდში გაკოტრდა და წლებია არ ფუნქციონირებს. "თ.ჯ. თრეიდ"-ს, რომლის სასარგებლოდაც დაკმაყოფილდა სარჩელი და რომელიც ავთო საყვარელიძის კომპანიაა, 28 მილიონი ლარი „ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის“ ვალი აქვს, რომელზეც არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალში შესული გადაწყვეტილება და შესაბამისი სააღსრულებო ფურცელი. შესაბამისად, თავად "თ.ჯ. თრეიდი"- ს წინააღმდეგ ხორციელდება სააღსრულებო წარმოება 28 000 000 ლარის ამოღების მიზნით და რომც არ გაუქმდეს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, როგორც კი "თ.ჯ. თრეიდი"-ს საკუთრებაში გადავა ქარხნის 25%, მაშინვე დაყადაღდება, თანხა კი არსებული ვალის ნაწილის სანაცვლოდ ჩვენ დაგვიბრუნდება უკან. ჩვენი კომპანიის პარტნიორი აუცილებლად გაასაჩივრებს აღნიშნულ გადაწყვეტილებას და დარწმუნებულები ვართ, რომ სააპელაციო სასამართლოში, სამი მოსამართლე გონივრულ და სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს. ამასთან, გვინდა შევახსენოთ საზოგადოებასა და ბიზნესწრეებს, რომ ავთო საყვარელიძე შეყვანილია მოვალეთა რეესტრში. ე.წ. „შავ სიაში“, რისი გადამოწმებაც მარტივად შეიძლება მოვალეთა რეესტრის საიტზე: https://debt.reestri.gov.ge ამიტომ მოვუწოდებთ ყველას მოერიდონ მასთან ფინანსურ საკითხებზე ურთიერთობას“, - ნათქვამია სს "ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის" ადმინისტრაციის განცხადებაში. (NS)
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)