|
2017-05-24 15:06:04, 799 ნახვა
რეგიონი
2016 წლის “რჩეული ქობულეთელის“ დაჯილდოვება გაიმართა
სასტუმრო „ჯორჯია პალასში" 2016 წლის “რჩეული ქობულეთელის” დაჯილდოვება გაიმართა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე დაჯილდოების ცერემონიალს დაესწრო. მთავრობის თავმჯდომარემ მათ მადლობა გადაუხადა რეგიონის აღმშენებლობისთვის სხვადასხვა სფეროში გაწეული წვლილისთვის. ,,ჩვენ დღეს შევიკრიბეთ და დავაფასეთ იმ ადამიანების პროფესიონალიზმი, ღვაწლი, დამსახურებები, რომლებიც ძალ-ღონეს არ იშურებენ და ჩვენს რეგიონს, ქობულეთს, სრულიად საქართველოს ასახელებენ. ჩვენ მათ წლის „რჩეული ქობულეთელი"-ს წოდება მივანიჭეთ" - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ სიტყვით გამოსვლისას. „რჩეული ქობულეთელი"-ს წოდება ტრადიციულად მიენიჭათ ადამიანებს, რომლებსაც განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვით რეგიონის და საქართველოს წინაშე. წლის რჩეული 10 მოქალაქე გამგებელმა, სულხან ევგენიძემ დააჯილდოვა. 2016 წელს ,,რჩეული ქობულეთელის"-ს წოდება მიიღეს: მეცნიერ-მუშაკმა თემურ გოგმაჩაძემ, ბაღის გამგემ გუგული ართმელაძემ, მეწარმემ გელა აფაქიძემ, ექიმმა შუქრი თურმანიძემ,პედაგოგმა ლალი თევზაძემ,ექიმ-ლაბორანტმა დუდანა ვერულიძემ, ინჟინერმა იოსებ მეგრელიძემ, სპორტსმენმა ჯემალ არობელიძემ, პედაგოგიმა ლამარა ნაკაიძემ, მომღერალმა ზორბეგ ოქროპირიძემ. აღსანიშნავია, რომ პროექტი „რჩეული ქობულეთელი" 2012 წლიდან ყოველწლიურად იმართება და მიზნად ისახავს იმ ადამიანთა გამოვლენას, რომლებმაც საკუთარი შრომით, საქმითა თუ ცხოვრებით გარკვეული წვლილი შეიტანეს მუნიციპალიტეტისა და საზოგადოების სამსახურში. „რჩეული ქობულეთელი" საზოგადოების გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა. პროექტი კულტურისა ცენტრისა და გაზეთ „ჩემი ქობულეთის" ერთობლივი პოექტია. ღონისძიებას აჭარის ჯანდაცვის მინისტრი, ქობულეთის თვითმმართველობის ორგანოების და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. (NS)
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)