|
2017-05-24 13:10:13, 1804 ნახვა
კომენტარი
კახი კალაძე: ხანდოს ხეობაში სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს
ენერგეტიკის მინისტრის კახი კალაძის ინფორმაციით, ხანდოს ხეობაში სამშენებლო სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს. როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სამუშაოები მხოლოდ სამ ადგილასაა შეჩერებული, ვინაიდან გზის გაყვანის დროს, ქვები ჩამოიყარა. მინისტრის თქმით, გერმანული კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, აპირებენ ხანდოს ხეობაში ჩასვლას, რათა მოსახლეობას ყველა კვლევა აჩვენონ და დაარწმუნონ, რომ პროექტის განხორციელებით მათ არანაირი საშიშროება არ დაემუქრებათ: „სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოები შეჩერებულია მხოლოდ 3 კონკრეტულ ადგილზე. რამოდენიმე დღის წინ, როდესაც გზის სამუშაოები გადიოდა, ქვების ჩამოყრა მოხდა. ველოდებით კონკრეტულ გერმანულ კომპანიას, ვინც ეს პროექტი დააპროექტა, ამ ადამიანებთან ერთად ჩავიტანთ კვლევებს, ვაჩვენებთ ადგილობრივ მოსახლეობას, რომ დავარწმუნოთ, არანაირი საშიშროება ამ პროექტის განხორციელების შედეგად იქ მცხოვრებ ადამიანებს არ მიადგება“,-აღნიშნა კალაძემ. შეგახსენებთ, ხანდოს ხეობის მოსახლეობა ელექტროგადამცემი ბოძების მშენებლობას აპროტესტებს. მოსახლეობა ამბობს, რომ ბოძის დადგმას იმ ადგილას აპირებენ, სადაც მათი წინაპრების საფლავებია. ამასთან, აღნიშნავენ, რომ გამოსხივება ადგილობრივების ჯანმრთელობას დააზიანებს. 10 მაისს სოფელ ხანდოსხევთან აქციაც გაიმართა, რომლის მიმდინარეობისას, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწეევის გამო, ადმინისტრაციული წესით რამდენიმე პირი დააკავეს. სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც შეკრებილებმა სამშენებლო ტექნიკის სხვა ადგილზე გადაყვანა სცადეს. აღნიშნულის საშუალება მათ ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ არ მისცათ, რის გამოც ვითარება დაიძაბა. შემთხვევის შედეგად დაშავდა ერთი მოქალაქეც.
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
უკრაინა ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)