|
2015-04-15 15:59:25, 459 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტში ეთნიკურად სომეხ და აზერბაიჯანელ დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა
პარლამენტში ეთნიკურად სომეხ და აზერბაიჯანელ დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირების მიზეზი კი, პარლამენტის ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის სამოელ პეტროსიანის მიერ პირველი მსოფლიო ომის დროს თურქეთში მცხოვრები სომხების გენოციდის აღიარების მოთხოვნა გახდა. „თავის დროზე, დაგმობილი რომ ყოფილიყო სომეხთა გენოციდი, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მსგავსი ტრაგედიები არ მოხდებოდა. მიმაჩნია, რომ ასეთი დანაშაული არც ერთი ერის წინააღმდეგ არ უნდა განმეორდეს. მოვუწოდებ ყველა დემოკრატიულ ქვეყანას, სადაც ჯერჯერობით არ არის დაგმობილი და შეფასებული ეს ისტორიული ფაქტი, აღიაროს ეს მოვლენა“, – განაცხადა სამოელ პეტროსიანმა. პეტროსიანის ამ მოთხოვნას ეთნიკურად აზერბაიჯანელი დეპუტატი, პარლამენტის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი აზერ სულეიმანოვი გამოეხმაურა. „ეს არ იყო გენოციდი, ეს იყო სამოქალაქო დაპირისპირება, სამოქალაქო ომი. ამ ომში უფრო მეტი თურქები დაიღუპნენ, ვიდრე სომხები. 100 000–მდე აზერბაიჯანელი დახოცეს სომხებმა“, – აღნიშნა სულეიმანოვმა. ამასთან, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრის მახირ დარზიევის შეფასებით, გენოციდის აღიარების საკითხის განხილვა სახელმწიფოებრივ ინტერესებში არ შედის. „გენოციდის აღიარება დაძაბავს ურთიერთობას მეზობელ თურქეთთან, რომელიც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და ნატო–ს წევრი ქვეყანაა“, – განაცხადა დარზიევმა. საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ნუგზარ წიკლაურმა კი, დეპუტატებს მოუწოდა, პარლამენტში ამ თემის განხილვა აღარ გაგრძელდეს. „ეს თემა არ დაუკავშრდეს ოდნავ მაინც რაღაც ეთნიკურ დაპირისპირებას. ამოსავალი წერტილი ჩვენთვის, საქართველოს პარლამენტის ყველა წერვისათვის გახლავთ სწორედ ქართული სახელმწიფო და ქართულ სახელმწიფოში თანაცხოვრების ის უნიკალური ტრადიცია, რომელიც ჩვენ ამ წლების განმავლობაში შევქმენით“, – აღნიშნა წიკლაურმა.
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)