|
2015-04-15 14:39:26, 866 ნახვა
საზოგადოება
საზედაო ასო „ვ“ - ფრაგმენტი XV საუკუნის კონდაკიდან
ფრაგმენტი XV საუკუნის კონდაკიდან - საზედაო ასო „ვ“ - ეროვნული არქივის მიმდინარე კვირის დოკუმენტია. ცნობილია, რომ ქართულ ხელნაწერებში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ტექსტის გაფორმებას, თავსამკაულებს, კამარებს, საზედაო ასოებს. წინამდებარე ფრაგმენტზე საზედაო ასო „ვ“ წარმოდგენლია გველეშაპის სახით. გრაფემა ღია ფერის საღებავებითაა შესრულებული, მათ შორის ჭარბობს შესანიშნავი წითელი ფერი - სინგური, რომელიც ქართულ ხელნაწერებში საკმაოდ ხშირადაა გამოყენებული. კონდაკი საეკლესიო წიგნია, რომელიც გრაგნილის ან კოდექსის ფორმისაა. ძველ ქართულში კონდაკი ნიშნავდა როგორც საეკლესიო წიგნს, ისე ხის ჯოხს, რომელზეც გრაგნილი იყო დახვეული. კონდაკი, ასევე, აღნიშნავს მცირე ზომის საგალობელს, რომელიც ღვთისმსახურებაში ჯერ კიდევ ადრებიზანტიური პერიოდიდან იკიდებს ფეხს. დოკუმენტის ნახვა შესაძლებელია ეროვნული არქივის ვებგვერდზე: http://archives.gov.ge/ge/kviris-dokumenti, ასევე, ეროვნული არქივის გვერდზე: https://www.facebook.com/NationalArchivesofGeorgia. „კვირის დოკუმენტი“ ეროვნული არქივის პროექტია, რაც მიზნად ისახავს არქივში დაცული უნიკალური და მრავალფეროვანი მასალის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას.
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)