|
2017-05-22 15:44:35, 2110 ნახვა
კომენტარი
ხოშტარია: ფარცხალაძე-თორდიას საქმეზე სახელმწიფო მანქანა გადაერთო საქმის სასურველად შეკერვაზე
"ევროპული საქართველოს" წევრის ელენე ხოშტარიას განცხადებით, ფარცხალაძე-თორდიას საქმეზე სახელმწიფო მანქანა გადართულია არა პასუხების გაცემაზე, არამედ საქმის სასურველად შეკერვაზე. როგორც ხოშტარიამ აღნიშნა, პარლამენტი, პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტრო ფარცხალაძის სიტუაციიდან „გამოძვრენას“ ცდილობენ. "ნაცვლად იმისა, რომ პარლამენტში, საგამოძიებო კომისიაში გვემუშავა და ობიექტური პასუხები არსებულ კითხვებზე გაგვეც, ვხედავთ, რომ მთელი სახელმწიფო მანქანა პარლამენტიდან დაწყებული, პროკურატურით გაგრძელებული და ახლა შსს-ც, გადასულია ისეთი საქმის შეკერვაზე, რომელიც აწყობთ მათ, რომ ფარცხალაძე სიტუაციიდან გამოაძვინონ. ეს არის ძალიან სამწუხარო და ცუდი არა ფარცხალაძის გამო, არამედ იმიტომ, რომ ქვეყანაში დაუსჯელობის სინდრომს ვიღებთ. სახელმწიფოში ვიღებთ ძალოვანს, რომელსაც ყველაფრის უფლება აქვს და რომელიც ძალიან სერიოზული დანაშაულისთვის არანაირ ფასს არ გადაიხდის. ფარცხალაძე-თორდიას საქმეზე სახელმწიფო მანქანა გადაერთო არა პასუხების გაცემაზე, არამე საქმის სასურველად შეკერვაზე", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
უკრაინა ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხა
ინდოეთის ოპოზიცია საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის წინააღმდეგ მარშით გამოდის
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)