23:03 - 30 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-19 16:45:15, 1846 ნახვა

საზოგადოება რეგიონი
ოკუპირებული ცხინვალის „საგარეო უწყება“: საქართველომ ჰელბერტ ზალბერის ზრდილობა ღალატად მიიჩნია

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო, ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ჰელბერტ ზალბერის ოკუპირებულ რეგიონში ვიზიტთან დაკავშირებით, ოფიციალური თბილისის განცხადებას გამოეხმაურა, - ამის შესახებ "სპუტნიკ-ოსეტია" იუწყება.

"ოფიციალურმა თბილისმა დაიწყო საერთაშორისო არენაზე არსებული მხარდაჭერის ბოროტად გამოყენება. ბატონი ზალბერის მიერ გამოხატული დიპლომატიური ზრდილობა, საქართველოში აღქმული იყო, როგორც ღალატი ევროკავშირის მხრიდან", - აცხადებენ დე-ფაქტო უწყებაში.

ე.წ. უწყებაში აღნიშნავენ, რომ საქართველოს "საქციელი არის საკმარისი იმისთვის, რომ საერთაშორისო საზოგადოებას შეექმნას ობიექტური შეხედულება, იმაზე, რომ მას არ აქვს უნარი კონსტრუქციული დიალოგი აწარმოოს".

"საქართველოს მსგავსი ქმედება ხელს უშლის რეგიონში კონფლიქტის დარეგულირებას და უსაფრთხოების სისტემის ჩამოყალიბებას", - აღნიშნავენ ე.წ. საგარეო უწყებაში.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს კრიზისების საკითხებში ჰერბერტ ზალბერი ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვს შეხვდა და ე.წ. არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

ცნობისთვის, ჰერბერტ ზალბერი ამჟამად საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს დავით დუნდუას ხვდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics