|
2017-05-19 13:13:53, 864 ნახვა
სამხედრო
შვედეთის სამეფოს საქართველოში თავდაცვის ახალი ატაშე ჰყავს
საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა საქართველოში შვედეთის სამეფოს თავდაცვის ახალ ატაშეს უმასპინძლა. ვიცე-პოლკოვნიკი პეტერ ლიდენი თავდაცვის უწყებაში ყოფილ ატაშესთან, პოლკოვნიკ სტეფან სიობერგთან ერთად იმყოფებოდა. სამინისტროს ცნობით, ლელა ჩიქოვანმა პოლკოვნიკ სტეფან სიობერგს საქართველოში აქტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და ახალ ატაშეს წარმატებები უსურვა. მან შვედ დიპლომატს საქართველოსა და შვედეთს შორის თავდაცვის სფეროში ურთიერთობის გაღრმავების საქმეში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელი გადასცა. მინისტრის პირველმა მოადგილემ შვედ დიპლომატებთან საქართველოსა და შვედეთის სამეფოს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში არსებული საკითხები განიხილა. ყურადღება ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში შვედეთის სამეფოს კონტრიბუციის მნიშვნელობაზე გამახვილდა. მხარეებმა სამხედრო განათლების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ისაუბრეს. ლელა ჩიქოვანმა სამხედრო საინჟინრო შესაძლებლობების განვითარების საქმეში შვედი ინსტრუქტორების ჩართულობა ხაზგასმით აღნიშნა. საუბარი ერთობლივ სამხედრო სწავლებებში ქართველი და შვედი სამხედროების მონაწილეობასაც შეეხო. განსაკუთრებული ყურადღება სკანდინავიისა და ბალტიის ქვეყნებთან საქართველოს თანამშრომლობის ფორმატს დაეთმო. დღესვე, შვედ დიპლომატებს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ზაზა ჩხაიძე შეხვდა. შვედმა პოლკოვნიკმა სტეფან სიობერგმა საქართველოში სამწლიანი დიპლომატიური საქმიანობა დაასრულა. მის პოზიციაზე, ასევე სამი წლის განმავლობაში, ვიცე-პოლკოვნიკი პეტერ ლიდენი გააგრძელებს მოღვაწეობას.
(NS)
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)