|
2017-05-18 20:30:38, 2201 ნახვა
ეკონომიკა
თბილისში საქართველო-ავსტრიის ერთობლივი ეკონომიკური კომისიის მე-5 სხდომა გაიმართა
თბილისში საქართველო-ავსტრიის ერთობლივი ეკონომიკური კომისიის მე-5 სხდომა გაიმართა, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და ავსტრიის რესპუბლიკის მეცნიერების, კვლევისა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე საერთაშორისო ეკონომიკური პოლიტიკისა და ევროინტეგრაციის მიმართულებით ბერნადეტე გირლინგერი უძღვებოდნენ. სხდომის ბოლოს ხელი მოეწერა საქართველო-ავსტრიის ერთობლივი ეკონომიკური კომისიის მე-5 სხდომის ოქმს. კომისიის თანათავმჯდომარეებმა კომისიას ორი ქვეყნის ეკონომიკის სფეროში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე ინფორმაცია მიაწოდეს. „ჩვენ განვიხილეთ ორმხრივი თანამშრომლობის კუთხით გადადგმული ნაბიჯები და ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივები ისეთ სფეროებში, როგორიცაა ვაჭრობა, საბაჟო საკითხები, სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკა, კულტურა, საგანმანათლებლო სფერო და ასე შემდეგ. შესაბამისად, ვისაუბრეთ, თუ როგორ განვავითაროთ თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის და გავაძლიეროთ ის მიმართულებები, სადაც ვხედავთ, რომ პოტენციალი სრულად არ არის ათვისებული“, - განაცხადა გენადი არველაძემ. კომისიის ფარგლებში მხარეებმა განსაკუთრებულ ყურადღება ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) ფარგლებში განხორციელებულ პროექტებსა და ტურიზმის სფეროში გამოცდილების გაზიარებას დაუთმეს. როგორც სხდომაზე ითქვა, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის სფეროში ავსტრიის მხარესთან თანამშრომლობა და მათი გამოცდილების გაზიარება. ეკონომიკური კომისიის ფარგლებში თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებას და სოფლის მეურნეობის სფეროში ევროპული სტანდარტების დანერგვას. მხარეებმა, ასევე, განათლებისა და მეცნიერების სფეროში ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პოზიტიური დინამიკა აღნიშნეს და სამომავლო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს. ქართულმა მხარემ ავსტრიას, როგორც ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ მონაწილეს ევროკავშირის დახმარების პროექტებში მადლობა გადაუხადა. ავსტრიის დელეგაციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა მზაობა მონაწილეობა მიიღოს ევროკავშირის დახმარების სამომავლო პროექტებში. შეხვედრაზე ქართული მხარის მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების პროცესში სტრატეგიული კომუნიკაციებისა და 2017-2020 წლებისთვის ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების კომუნიკაციის შესახებ საქართველოს მთავრობის სტრატეგიის მნიშვნელობა ხაზგასმით აღინიშნა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)