|
2017-05-18 17:23:33, 1838 ნახვა
საზოგადოება სამხედრო
დამოუკიდებლობის კვირეულის ფარგლებში ლექციას ილიას უნივერსიტეტმა უმასპინძლა
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, ახალგაზრდა თაობაში ცნობიერების ამაღლების მიზნით, დამოუკიდებლობის კვირეული ტარდება. კვირეულის ფარგლებში, სალექციო კურსს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებელი მასპინძლობს. დღეს საქართველოს დამოუკიდებლობისა და შეიარაღებული ძალების როლზე ლექცია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა მოისმინეს. თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენელი, ისტორიის დოქტორი ბექა კობახიძე და ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი, ისტორიის დოქტორი ლაშა ბაქრაძე ახალგაზრდებს საქართველოს დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე, ამ კონტექსტში შეიარაღებული ძალების როლსა და ქვეყნის განვითარების პერსპექტივებზე ესაუბრნენ. მომხსენებლებმა საქართველოს პირველი რესპუბლიკა და გასაბჭოების პერიოდიც გაიხსენეს. დამოუკიდებლობის კვირეულის ფარგლებში, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები და მოწვეული ისტორიკოსები ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებს, თავისუფალი უნივერსიტეტისა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს უკვე შეხვდნენ და თემაზე - „საქართველოს დამოუკიდებლობა და შეიარაღებული ძალების როლი, ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიაში“ - ლექცია წაუკითხეს. (NS)
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)