|
2015-04-14 18:27:25, 447 ნახვა
პოლიტიკა
დავით უსუფაშვილი: პოლონეთი, შვედეთი და დანია დარწმუნებულები არიან, რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია
„პოლონეთი, შვედეთი და დანია დარწმუნებულები არიან, რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია და ისინი ამ გზაზე სიარულში დაგვეხმარებიან“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავჯდომარე დავით უსუფაშვილმა დანიის, პოლონეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან მარტინ ლიდერგორდთან, გჟეგოჟ სხეტინასთან და მარგოტ ვალსტრომტთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. უსუფაშვილის თქმით, სამივე ქვეყანა მზადაა, საქართველოს რიგის სამიტამდე და სამიტის შემდეგ ყველა ტიპის დახმარება აღმოუჩინონ. „ეს იყო ძალიან მეგობრული და პოდუქტიული საუბარი. ჩვენ კიდევ ერთხელ მივიღეთ ამ სამი ძალიან მნიშვნელოვანი სახელმწიფოს უმაღლესი წარმომადგენლების მხარდაჭერა და დაპირება, რომ ყველა ვითარებაში საქართველოს მათი სახით ჰყავს მეგობარი. ისინი მზად არიან, საქართველოს აღმოუჩინონ ყველა იმ ტიპის დახმარება რაც ჩვენ ძალიან გვჭირდება რიგის სამიტზე და სამიტის შემდეგაც. სამივე ეს ქვეყანა, პოლონეთი, შვედეთი და დანია დარწმუნებულები არიან , რომ საქართველოს ადგილი არის ევროპაში და ისინი ყველანაირად დაგვეხმარებიან ამ გზაზე სიარულში“, - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა. მისივე განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო უსაფრთხოების თვალსაზრისით ყველა იმ გამოწვევას, რაც საქართველოს რუსეთის მხრიდან აქვს. „სამივე ეს ქვეყანა მკაფიოდ და მყისიერად სცემდა პასუხს ყველა იმ გამოწვევას რაც საქართველოს ექნებოდა რუსეთის მხრიდან და ჩვენ კიდევ ერთხელ მივიღეთ ეს დაპირება. შესაბამისად, შევთანხმდით, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობა ნელ-ნელა უნდა გამრავალფეროვნდეს და ამან უნდა მოიცვას ეკონომიკის, კულტურის, განათლების სფეროები. ჩვენ არ უნდა დავრჩეთ მძევლები იმ პრობლემების, რომლებშიც ვართ. უნდა მოვახერხოთ და უსაფრთხოების საკითხების გადაწყვეტასთან ერთად მივიღოთ ის სარგებელი, რაც სხვა სფეროებში ამ ქვეყნებთან ურთიერთობაში შეგვიძლია მივიღოთ“, - განაცხადა უსუფაშვილმა.
გერმანიაში, სამხედრო აეროდრომის მახლობლად, უცნობი დრონის ნამსხვრევები იპოვეს
ნატო: რუსეთმა მოკავშირეების დაშინება დანიური ვერტმფრენის მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღის სროლით სცადა
ტრამპ უმცროსის მეუღლემ დაადასტურა, რომ პუტინის დაცვის უფროსის მეგობარმა აშშ-ის პრეზიდენტის შვილის ქორწილი დააფინანსა
ოცნების 14-მა ე.წ დეპუტატმა ტელეფონის სქროლისას ვერ შეამჩნიეს, როგორ დაუჭირეს მხარი გახარიას პარტიის ინიციატივას
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)