|
2015-04-14 17:53:22, 379 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი დანიის, პოლონეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს პრეზიდეტი გიორგი მარველაშვილი, თბილისში ოფიციალური ვიზიტით მყოფ საგარეო საქემთა მინისტრებს შევხდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, დანიის, პოლონეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვდერაზე განიხილულ საკითხთა შორის იყო რიგის სამიტი და ვიზა ლიბერალიზაციის საკითხი. სახელმწიფოს მეთაურმა დიპლომატებთან საუბრისას აქცენტი გააკეთა საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე ევროინტეგრაციის გზაზე და იმედი გამოთქვა, რომ ევროპელი პარტნიორები გაიზაირებენ საქართველოს პოზიციას. „ ჩვენ კონცენტრირებულები ვართ ევროპული გეგმის აქტიურ განხილვაზე და ეს არის ერთ-ერთი ძირითადი საკითხი ჩვენი პოლიტიკური დისკუსიების დროს. ხელისუფლება სერიოზულად არის მონდომებული და ჩართული, რომ სრულად შესრულდეს მოთხოვნები ევროპასთან ინტეგრაციის საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ ველით რიგის სამიტს და გვაქვს დიდი იმედი. ამ მხრივ, მე მაქვს იმედი, რომ დამოკიდებულება ამ მოლოდინებთან დაკავშირებით იქნება სწორად აღქმული ჩვენი პარტნიორების მიერ. საქართველომ ბევრი რამ გააკეთა ევროპული ინტეგრაციისთვის და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამას გაიზიარებენ ჩვენი მეგობრები და პარტნიორები“, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა. მარგოტ ვალსტრომთან, მარტინ ლიდეგორთან და გჟეგოჟ სხეტინასთან შეხვდერას ესწრებოდნენ საგარეო საქმეთა მინისტრი, საქართველოს ელჩები დანია, პოლონეთსა და შედეთში, საქართველოს პრეზიდემნტის ადმინისტრაციის უფორის დავით პატარაია, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო საკითხებში თენგიზ ფხალაზე, მრჩეველი ეკონომიკურ საკთხებში გიორგი აბაშიშვილი და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი.
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)