|
2017-05-16 19:26:58, 3673 ნახვა
კულტურა
ეროვნული არქივის პავილიონში გურამ შარაძის ხსოვნის საღამო გაიმართა
ქართველი ფილოლოგისა და ისტორიკოსის გურამ შარაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში დღეს გაიმართა. ღონისძიებაზე „საუბრები გურამ შარაძეზე" მეცნიერი გაიხსენეს კოლეგებმა და სტუდენტებმა. პავილიონში წარმოდგენილი იყო ეროვნული არქივის საცავებში დაცული, გურამ შარაძის მიერ საქართველოში ლევილიდან და ჰარვარდიდან ჩამოტანილი პირველი რესპუბლიკის საარქივო მასალები. „გურამ შარაძე და ქართული ემიგრაცია" თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლის, რუსუდან კობახიძის მოხსენების თემა იყო. გურამ შარაძის მიერ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისათვის გადაცემულ მაღლაკელიძეების არქივზე ცენტრის თანამშრომელმა ეთერ ქავთარაძემ ისაუბრა. საისტორიო ცენტრალურ არქივში დაცული, გურამ შარაძის მიერ ლევილიდან და ჰარვარდიდან ჩამოტანილ საარქივო მასალაზე საზოგადოებას ინფორმაცია ეროვნული არქივის წარმომადგენელმა თამარ გაბუნიამ მიაწოდა. გურამ შარაძეზე, როგორც მასწავლებელსა და კოლეგაზე ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის თანამშრომელმა ნათელა ჩიტაურმა ისაუბრა. ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენელმა ფერიდე კვაჭანტირაძემ ეროვნულ ბიბლიოთეკასთან გურამ შარაძის საქმიანი ურთიერთობა გაიხსენა. მანვე აღნიშნა, რომ ეროვნული ბიბლიოთეკა გურამ შარაძის სახელობის კაბინეტის დაარსებას გეგმავს. ღონისძიებას ესწრებოდა პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზვიად კვაჭანტირაძე. მისი თქმით, იგეგმება გურამ შარაძის სახელობის პრემიის დაწესება ემიგრანტული საარქივო დოკუმენტების საუკეთესო მეცნიერული კვლევისათვის. „საუბრები გურამ შარაძეზე" დასრულდა გიორგი შარაძის ფილმით „ერის ისტორიული მეხსიერების დაბრუნება".
(NS)
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)