|
2017-05-16 18:43:07, 2170 ნახვა
ეკონომიკა
ჩინეთის ერთ-ერთი წამყვანი მანქანათმშენებელი კომპანია JAC-ის ელექტრომობილები, შესაძლოა, საქართველოშიც აეწყოს
JAC-ის ფირმის ელექტრომობილები შესაძლოა, საქართველოშიც აეწყოს - აღნიშნულ საკითხზე ისაუბრა დღეს, საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ჩინეთის ერთ-ერთი წამყვანი მანქანათმშენებელი კომპანიის, „Anhui Jianghuai Automobile Co" ტოპ-მენეჯმენტთან შეხვედრისას. საწარმო ჩინეთის ანჰოის პროვინციაში მდებარეობს და ელექტრომობილების გარდა, სხვადასხვა ტიპის ტექნიკასაც უშვებს. „ჩვენ კომპანიის ხელმძღვანელთან ვისაუბრეთ, თუ რის გაკეთება შეგვიძლია ერთობლივად და შევთანხმდით, რომ JAC-ი დაიწყებს შესაძლებლობების კვლევას, რომელიც გამოავლენს, რამდენად შეიძლება საქართველოში თავდაპირველად საამწყობო ქარხნის აშენება, ხოლო შემდგომში - სრული წარმოების ამოქმედება", - დიმიტრი ქუმსიშვილმა მისი თქმით, ჩინური ავტოკონცერნისთვის მნიშვნელოვანია როგორც სამხრეთ კავკასიის ბაზარზე შემოსვლა, არამედ მათ დიდი ინტერესი გამოიჩინეს თავისუფალი სავაჭრო რეჟიმებით, რომლითაც საქართველო სარგებლობს, მათ შორის, ევროპის ქვეყნებთან. „მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მოესმინათ, თუ რას ვაპირებთ შემდგომი 4 წლის განმავლობაში, მათ შორის, რამდენად მნიშვნელოვანი განვითარება ექნება ინფრასტრუქტურულ პროექტებს ქვეყანაში", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა. შეხვედრაზე დიმიტრი ქუმსიშვილმა JAC-ის ხელმძღვანელობას საქართველოს, როგორც ევროპასა და ჩინეთს შორის უმოკლესი სატრანზიტო გზის გამოყენება პროდუქციის ტრანსპორტირებისას, ასევე საქართველოში რეგიონული ფილიალის დაფუძნება შესთავაზა, მსოფლიოს სხვა ავტოკონცერნების მსგავსად, საქართველოში და ბიზნესის საქართველოდან წარმოება. პირველმა ვიცე-პრემიერმა, ასევე, დაათვალიერა „JAC Motors"-ის საამწყობო საწარმო და გაეცნო კომპანიის პროდუქციას, მათ შორის, უახლოესი ტექნოლოგიის ელექტრომობილებს, სამგზავრო და სატვირთო ავტოტექნიკას, რომლებიც იყიდება არა მხოლოდ ჩინეთში, არამედ მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც. შეხვედრას „JAC"-ის ოფისში, ასევე, დაესწრნენ სს „საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე და საქართველოს ელჩი ჩინეთში დავით აფციაური. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)