08:57 - 17 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-16 12:18:03, 2375 ნახვა

მსოფლიო
Washington Post: დონალდ ტრამპმა სერგეი ლავროვს მკაცრად გასაიდმულოებული სადაზვერვო ინფორმაცია გაუმჟღავნა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრის დროს მკაცრად გასაიდუმლოებული სადაზვერვო ინფორმაცია გაამჟღავნა, რამაც უმნიშვნელოვანესი წყარო საფრთხის ქვეშ დააყენა, - ამის შესახებ Washington Post-ი ამერიკის ყოფილ და მოქმედ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს. 

ამასთან, აღნიშნული წყარო დაზვერვას „ისლამური სახელმწიფოს“ შესახებ ინფორმაციას აწვდიდა. 

„მაღალჩინოსანთა ცნობით, ინფორმაცია, რომელიც პრეზიდენტმა გაამჟღავნა, მოწოდებული იყო აშშ-ის პარტნიორის მიერ, სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლის შეთანხმების ფარგლებში და იმდენად სენსიტიურად იყო მიჩნეული, რომ მისი დეტალები მოკავშირეებისთვის დაფარული იყო და მკაცრად იყო შეზღუდული მთავრობის შიგნითაც“, - წერს Washington Post-ი. 

როგორც Washington Post-ი წერს, პარტნიორს, რომელმაც აშშ-ის დაზვერვას ინფორმაცია მიაწოდა, მათთვის უფლება არ მიუცია, მასალები რუსეთისთვის გაეცნოთ. 

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის ცენტრალური დაზვერვისა (CIA) და ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოები (NSA) საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ. 

შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს და ქვეყნის ელჩს თეთრ სახლში რამდენიმე დღის წინ უმასპინძლა. თეთრი სახლის ინფორმაციით, შეხვედრაზე ტერორისტული ორგანიზაციების მხრიდან მომავალ ძირითად საფრთხეებზე ისაუბრეს, თუმცა არანაირი სადაზვერვო ინფორმაცია არ განხილულა. 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინელების მოკლული გენერალ-მაიორი ანტონ გრუნისი, საქართველოს წინააღმდეგ 2008 წელს ომობდა
იემენელი ჰუსიტები მუსლიმებისთვის წმინდა ქალაქს მექას დაესხნენ თავს
SOLO-ს განსაკუთრებული შეთავაზება ისთ ფოინთის დაბადების დღეს SOLO VISA ბარათის მფლობელებს
ახალი შეთავაზება TBC-ის პლატფორმაზე - დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics