|
2017-05-15 14:18:32, 2167 ნახვა
ეკონომიკა
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე ისრაელის ელჩს შეხვდა
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტი ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში შაფთაი ცურის შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ურთიერთანამშრომლობის საკითხები განიხილეს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარემ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ისრაელი აჭარისთვის ტურისტულად მიმზიდველ სამიზნე ქვეყანას წარმოადგენს, სადაც რეგიონის რეკლამირებას დეპარტამენტი 2013 წლიდან ანხორციელებს. ყოველწლიურად იზრდება აჭარაში ტურისტების რაოდენობაც. 2016 წელს, ისრაელიდან აჭარაში 41 355 ტურისტი ისვენებდა, შედეგად ისრაელი რეგიონში შემოსული ტურისტების რაოდენობის მხრივ მეხუთე ადგილზეა. ისრაელი აჭარისთვის ფრენების რაოდენობითაც გამორჩეულია. სულხან ღლონტმა შეხვედრაზე სწორედ, თელავივიდან ბათუმის მიმართულებით ფრენების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მიმდინარე წელს, თელავივიდან ბათუმის მიმართულებით ფრენების განხორციელებას ოთხი ავიაკომპანია გეგმავს. Esrair Airlines, Arkia, ELAL airlines და Georgian Airlines ბათუმის მიმართულებით რეისებს ზაფხულის განმავლობაში შეასრულებს. შეხვედრაზე ასევე განიხილეს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლების შეხვედრის საკითხი ისრაელის ტურიზმის სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან. რაც ხელს შეუწყობს დეპარტამენტის მიერ ისრაელში დაგეგმილი პიარკამპანიების განხორციელებაში მათ ჩართულობას. ისრაელის ელჩთან ერთად შეხვედრაზე იმყოფებოდნენ ისრაელის კონსული საქართველოში და საელჩოს წარმომადგენლები.
(NS)
მაკრონმა აღიარა, რომ მომავალში საფრანგეთის პრეზიდენტად დაბრუნებას გეგმავს
უკრაინამ დონბასში რუსული არმიის წინააღმდეგ საბრძოლო რობოტები პირველად გამოიყენა
კობახიძე – მაინც ყოველდღიურად იკრიბებიან ხან 20, ხან 50, ხან 150 კაცით, სექტის სახე ნამდვილად შეიძინა ამ დაჯგუფებამ
ივანიშვილის პაპუაშვილი ოპოზიციურად განწყობილ ხალხს სექტას უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)