18:24 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-14 14:10:44, 3549 ნახვა

სხვადასხვა
გალის ე.წ ადმინისტრაციის უფროსი: ყველაფერს ვაკეთებთ, რათა გალის რაიონში ქართულ ენაზე სწავლება ავკრძალოთ

"ყველაფერს ვაკეთებთ, რათა გალის რაიონში ქართულ ენაზე სწავლება ავკრძალოთ", - ამის შესახებ  აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის გალის ე.წ. ადმინისტრაციის უფროსმა თემურ ნადარაიამ "ექსპრესნიუსს"  განუცხადა.

როგორც ნადარაიამ აღნიშნა, „აფხაზეთი არის სუვერენული სახელმწიფო“, სადაც სწავლება სახელმწიფო ენაზე მოხდება.

„დაუშვებელია ყველას, ვისაც მოუნდება, აფხაზეთში ჩვენ სკოლა გავუხსნათ. გალის რაიონში უმრავლესობა არის ეთნიკური ქართველი, მაგრამ ისინი სუვერენული აფხაზეთის მოქალაქეები არიან.  აფხაზურ სახელმწიფოს აქვს მისი ინტერესები, ჩვენ ვახორციელებთ გალის რაიონის სრულ ინტეგრაციას. განათლების სამინისტრო ამზადებს შესაბამის დოკუმენტაციას და იღებს საჭირო ღონისძიებებს, რათა სექტემბრიდან გალის სკოლებში ქართულად სწავლება შეწყდეს", - აღნიშნა თემურ ნადარაიამ.

შეგახსენებთ, აფხაზეთის საოკუპაციო ძალებში 1 სექტემბრიდან გალის რაიონში ქართულ ენაზე სწავლების აკრძალვა განიხილება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
ვოლსკი - ელენე ხოშტარიას პატარაობიდან ვიცნობ - მტკივა ეგ ამბავი, მაგრამ ასე ეტლში ჩამჯდარი სააკაშვილიც ვიხილეთ
განათლების შესაძლებლობა მომავალი არქიტექტორებისთვის - საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო
თიბისის საავტორო ღონისძიებების სერია - GitHub-თან პარტნიორობით CO-CREATE INNOVATION-ის მეორე შეხვედრა გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics