|
2017-05-14 13:10:42, 1637 ნახვა
კომენტარი
"თავდასხმის მიუხედავად, არც ერთი აუდიტორი არ იფიქრებს, რომ არსებობს თემები, ან პიროვნებები, რომლებსაც არ შეიძლება, შეეხო"
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძრვანელის ლაშა თორდიას პირველი მოადგილე ნინო ლომჯარია, გენერალურ აუდიტორზე თავდასხმის ფაქტს ამერიკიდან ეხმაურება. როგორც ლომჯარია „ფეისბუქის“ გვერდზე წერს, დღეს აუდიტორები თავიანთი საქმიანობის დროს დამოუკიდებლები არიან როგორც გარე ჩარევებისგან, ასევე, გენერალური აუდიტორის მითითებებისა და "შეკვეთებისგან". მისივე თქმით, სახელმწიფო აუდიტის დასკვნები და მიგნებები ეფუძნება მხოლოდ აუდიტორების მიუკერძებელ და ობიექტურ დაკვირვებას, გენერალური აუდიტორი კი არის გარანტი აუდიტორების დამოუკიდებელი, კვალიფიციური და მიუკერძებელი საქმიანობის. ლომჯარიას მტკიცებით, თავდასხმის მიუხედავად, ყველაფერი ძველებურად გაგრძელდება და არც ერთი აუდიტორი არ იფიქრებს, რომ არსებობს თემები, ან პიროვნებები, რომლებსაც არ შეიძლება შეეხო. „დღეს ამერიკაში ჩამოვედი, საჯარო ფინანსების მენეჯმენტის საერთაშორისო კონსორციუმზე საქართველოს აუდიტის სამსახურის ახალი ვებ-გვერდი, "ბიუჯეტის მონიტორი" უნდა წარვადგინო, როგორც ინოვაციური და მსოფლიოში უნიკალური ელექტრონული კომუნიკაციის პლატფორმა საჯარო ფინანსების გამჭვირვალობისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში. ჩამოსვლისას გავიგე გენერალურ აუდიტორზე თავდასხმის ფაქტის შესახებ, რომელიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობას უკავშირდება. სანამ გამოძიების კონტურები გამოიკვეთება, უპირველეს ყოვლისა, მინდა ვთქვა, რომ დღეს აუდიტორები თავიანთი საქმიანობის დროს დამოუკიდებლები არიან როგორც გარე ჩარევებისგან, ასევე, გენერალური აუდიტორის მითითებებისა და "შეკვეთებისგან". სახელმწიფო აუდიტის დასკვნები და მიგნებები ეფუძნება მხოლოდ აუდიტორების მიუკერძებელ და ობიექტურ დაკვირვებას. გენერალური აუდიტორი კი არის გარანტი აუდიტორების დამოუკიდებელი, კვალიფიციური და მიუკერძებელი საქმიანობის. მინდა ვთქვა, რომ თავდასხმის მიუხედავად ყველაფერი ძველებურად გაგრძელდება და არც ერთი აუდიტორი არ იფიქრებს, რომ არსებობს თემები, ან პიროვნებები, რომლებსაც არ შეიძლება შეეხო“,-წერს ნინო ლომჯარია. ამავე თემაზე ლაშა თორდიას განცხადებით, მას თავს ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე დაესხა http://www.epn.ge/index.php?id=45249
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
უკრაინა ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხა
ინდოეთის ოპოზიცია საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის წინააღმდეგ მარშით გამოდის
სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)