04:44 - 31 Oct, 2026
|
2017-05-12 19:39:17, 917 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის სამინისტრო უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის გამო მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, უკრაინაში თადარიგის ოფიცრის დავით სიხარულიძის დაღუპვის გამო, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს. „საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, დონეცკის რეგიონის სოფელ ნოვოლუგანსკოესთან საბრძოლო დავალებისას დაღუპული თადარიგის ოფიცრის გარდაცვალების გამო, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და დაღუპულის ოჯახს უსამძიმრებს“,-ნათქვამია განცხადებაში. უწყების ინფორმაციით, 1973 წელს დაბადებული დავით სიხარულიძე, 2010-2014 წლებში კრწანისის სასწავლო ცენტრში, განათლების სარდლობაში მსახურობდა. 2014 წელს მან შეიარაღებული ძალები საკუთარი გადაწყვეტილებით დატოვა და უკრაინაში გაემგზავრა. ცნობისთვის, უკრაინაში, დონეცკის ოლქში ქართველი მებრძოლი შეტაკების დროს დაიღუპა. (NS)
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)